შსს მშვიდობიან მანიფესტაციას უსაფუძვლოდ აცხადებს უკანონოდ – GDI

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან შეკრება-მანიფესტაციას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ აცხადებს და იქ მყოფ ადამიანებს დაშლისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით:

,,პოლოციის ქცევა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა და მათ შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის, სპეციალური ძალისა და საშუალებების გამოყენებას აქციის მონაწილეების მიმართ ამ ეტაპიდანვე უკანონოდ აქცევს.

მოვუწოდებთ პოლიციას შეწყვიტოს შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა, უარი თქვას პარლამენტთან მშვიდობიანი შეკრების დარბევაზე, შეწყვიტოს აქციაზე მყოფი ადამიანების უკანონო დაკავება”, – აცხადებს ორგანიზაცია.

მსგავსი თემები