პარტნიორების მხრიდან ვეჯახებით დოგმატიზმის ყრუ კედელს – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ უცხოელი პარტნიორების მხრიდან ვერ ისმენენ არგუმენტებს თემაზე, თუ რატომ არ უნდა მიიღონ რუსული კანონი. მისი თქმით, ამ და სხვა საკითხებზე მსეჯლობისას ეჯახებიან ,,დოგმატიზმის ყრუ კედელს”.

,,მთავარ გაკვირვებას იწვევს შემდეგი რამ, როდესაც დახურულ კარს მიღმა ვსაუბრობთ რაღაც საკითხებზე, თუნდაც კანონპროექტი იქნება, თუ სხვა საკითხები, ვსაუბრობთ და იქ მსჯელობის დროს რაიმე კონტრარგუმენტი ჩვენ არ გვესმის, პირიქით, დათანხმებაც არის ხოლმე საკითხებზე, მაგრამ შემდეგ, საჯაროდ კომენტირებისას სხვა პოზიციები ჟღერდება, ეს რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ამიტომ თუ კი არის სურვილი მონაწილეობისა ქართულ შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში და კანონპროექტების განხილვაში, იყოს ეს საჯარო.

თუ კი ჩვენ გვინდა, რომ კომიტეტის სხდომა იყოს საჯარო, ბიუროს სხდომა საჯარო, ყველაფერი საჯარო, აბსოლუტურად ყველგან არის საჯაროობა, იმიტომ, რომ მოსახლეობამ იცოდეს როგორ განიხილება საკითხები, მაშინ იყოს ესეც საჯარო და ნახავს მოსახლეობა რა არგუმენტები არსებობს.

სამწუხაროდ, აი ამ თემასთან დაკავშირებით და ზოგიერთ სხვა თემასთან დაკავშირებით, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან ვეჯახებით დოგამტიზმის ყრუ კედელს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არგუმენტებით, ხოლო იქიდან საუბარი არის კი და არა, ასე აჯობებს თუ ისე აჯობებს, არგუმენტის გარეშე”, – თქვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები