პაპუაშვილის თქმით, რუსულ კანონს პლენარულ სხდომაზე დღეს გაიტანენ

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონი დღეს გავა პლენარულ სხდომაზე. გუშინ აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

პაპუაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ვერ მიიღეს არგუმენტირებული პასუხი რატომაა კანონი რუსული და ერთადერთი, რაც მოისმინეს იყო ,,იმიტომ, რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს”.

,,ბოლო 30 წელია ერთი რამე ვიცით, მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი და არა რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. მითუმეტეს, როდესაც იქაც სხვა კი არ არის, როცა ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებთან, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, რომ ვეკითხებით რატომ, რატომ არ უნდა იქნას ეს კანონი მიღებული, გვეუბნებიან იმიტომ რომ თქვენთან საზოგადოების რომელიღაც ნაწილს არ უნდა, რატომ არ უნდა? იმიტომ რომ არ უნდა, ვეკითხებით საზოგადოების ამ ნაწილს რატომ არ გინდათ, იმიტომ, რომ უცხოელები გვეუბნებიან არ მიიღოთო, ასეთი ურთიერთმითითება მიდის”, – ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები