აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ “ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები”.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „აგენტების კანონს” პირველი მოსმენით განიხილავენ, ონლაინმედია და პრესა არ დაუშვეს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი ამტკიცებს, რომ ეს დეზინფორმაციაა.

იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს, საქართველოს პარლამენტის წინ მართავს აქციას და „აგენტების კანონის“ გაწვევას მოითხოვს. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ სადავო კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებიც.

მსგავსი თემები