შსს განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს

პარლამენტის შენობასთან  მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება ყველას მოუწოდებს, ნუ გასცდებიან კანონმდებლობის ჩარჩოებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – განმარტავენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლაენტთან ვითარება დაძაბულია, ადგილზე წყლის ჭავლის მანქანებიც შეიყვანეს.

 

მსგავსი თემები