ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს. თეონა აქუბარდიამ და ტარიელ ნაკაიძემ დროშა იმ დროს გადმოფინეს, როდესაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის პირველი მოსმენა მიმდინარეობს.

სხდომაზე რუსული კანონის პრეზენტაციას მამუკა მდინარაძე აკეთებს, მას დეპუტატები კითხვებით მიმართავენ და სთხოვენ განმარტებას, რა საჭირო იყო რუსული კანონის ხელახლა შემობრუნება, როდესაც პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირში არ არსებობს და ქვეყნის ევროინტეგრაციას შეაფერხებს.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეზღუდვები მოქმედებს და გარკვეულ მედიასაშუალებებს, მათ შორის ონლაინ მედიას არ აქვს შესაძლებლობა დასწრების, გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმაც ვერ შეძლო კომიტეტზე შესვლა.

მსგავსი თემები