“იწყება ბილეთების გაყიდვა” – რაქვიაშვილმა შესვენების გამოცხადება ბილეთების შეძენის გამო მოითხოვა

“იწყება ბილეთების გაყიდვა” – ამ მიზეზით მოითხოვა “გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა რუსული კანონის განხილვის დროს ტექნიკური შესვენება.

რაქვიაშვილმა ამ მოთხოვნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა.

20 წუთში იწყება ბილეთების გაყიდვა და ეს ფეხბურთი ყველას გვაერთიანებს როგორც ვიცი და იქნებ ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ, აგერ ვზივარ, უეფას საიტი მაქვს გახსნილი და ვერ მივხვდი, რომელი საქმით დავკავდეთ, იქნებ გაითვალისწინოთ ჩვენი წუხილი, მთელი პარტია ჩასაფრებულები ვართ უეფას საიტზე,“ – თქვა სანდრო რაქვიაშვილმა.

 

მსგავსი თემები