მამუკა მდინარაძის განცხადებით, ელისაშვილს გადაუხადეს, რომ მისთვის დაერტყა

„ვინ გადაუხადა თვითონ ილაპაკოს. მაგ კაცს არაფერი პატრიოტული და არაფერი გულისამაჩუყებელი, თვითონ რომ უყუჩდება ხოლმე ვითომ და ძალით ვაჟკაცობს, ასეთი არაფერი გააჩნია, ყველამ ნახეთ. ასეთი ლაჩრული საქციელი, ალბათ, კაცს ვერ წარმოუდგენია დედამიწის ზურგზე“ –  აცხადებს მდინარაძე, რომელსაც პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე ალეკო ელისაშვილი თავს დაესხა.

მისი თქმით, მას გააჩია მტკიცებულება, შეტყობინება, რომ ეს შეკვეთა იყო.

“ასეთი არაკაცური არაფერი მინახავს, ასეთი მიპარვით, ქურდული რაღაცა, ასეთი ლაჩრული მიპარვა ადამიანზე, ამაზრზენია. მე მგონი, ერთადერთი, რამაც გააბედვინა, ეს არის, რომ პოლიტიკოსის თმენის ვალდებულება აქვს, თორემ გუშინ არ გავუცნივარ და ამას ვერ გაბედავდა ნამდვილად. ნუ, რას ვიზამთ, პოლიტიკოსებს ასეთი რაღაცების ატანა გვიწევს, როგორც ჩანს. მტკიცებულებაც გავახმოვანე, თქვენმა კოლეგებმა ოპოზიციური ტელევიზიების წარმომადგენლებმა ის “მესიჯი” იციან დეტალურად როგორ მოდიოდა პირადად ჩემზე მსგავსი დაკვეთა. ეს დაკვეთა ვერ შეასრულა სხვამ და შეასრულა… ეს მტკიცებულებაა ამისი. ალბათ, არ ეგონა, ასეთი “მესიჯი” თუ მოწერილი იქნებოდა ჩემთან. ვინ გადაუხადა თვითონ ილაპარაკოს ამაზე, თორემ მაგ კაცს არაფერი პატრიოტული და არაფერი გულისამაჩუყებელი, თვითონ რომ უყუჩდება ხოლმე ვითომ და ძალით ვაჟკაცობს, ასეთი არაფერი გააჩნია, ყველამ ნახეთ. ასეთი ლაჩრული საქციელი, ალბათ, კაცს ვერ წარმოუდგენია დედამიწის ზურგზე”, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები