მოქალაქეებს მოვუწოდებ: თუ თქვენი შვილებისთვის ევროპული მომავალი გინდათ, მოდით პარლამენტთან – სამადაშვილი

“ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი მოქალაქეებს მოუწოებს, რუსული კანონის წინააღმდეგ რუსთაველიზ გამზირზე გავიდნენ. ოპოზიციის წევრის თქმით, დღეს თითოეული მოქალაქის ვალია, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი, რათა საქართველომ ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას. მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს. ვნახეთ, რომ ევროპის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, გერმანიის კანცლერმა ქართველი ხალხის და ქვეყნის დიდმა მეგობარმა და მოკავშირემ გაგვაფრთხილა: მიიღებთ ამ კანონს და შეგიძლიათ დაივიწყოთ თქვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. შარშან, მარტში ერთად ვიბრძოლეთ და შევაჩერეთ „ქართული ოცნების“ საბოტაჟი და დღეს საქართველო არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ის, რაზეც ვერ ვოცნებებდით რამდენიმე წლის წინ. ახლა გვაქვს ისტორიული…

მეტი...

“არა რუსულ კანონს!” – პარლამენტის უკან აქცია მიმდინარეობს

“არა რუსულ კანონს!” – ამ ლოზუნგით პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი რუსული კანონის განხილვას იწყებს. პარლამენტმა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა. რუსული კანონის განხილვის პარალელურად, პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებენ ონლაინმედიის ჟურნალისტები. ამასთან, 11:00 საათიდან დაიწყება სტუდენტების მსვლელობები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით. მასშტაბური საპროტესტო აქცია საღამოს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება. დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის…

მეტი...

გაიწვიეთ კანონი უკან, რომელსაც ქართველმა ხალხმა დაარქვა რუსული – ოპოზიციას სიტყვის თქმის უფლება არ ეძლევა

“თქვენ ძალიან ბევრ მედიაორგანიზაციას არ მიეცით აქ მოსვლის საშუალება,” – ამის შესახებ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რის შემდეგაც მასაც გამოურთეს მიკროფონი. “პროცედურული საკითხები დასვით” – ოხანაშვილი “პროცედურა გაქვთ, რომ პროცედურული საკითხები დავსვა?” – ოპოზიცია “ყველა ვღელავთ და ხელისუფლება სიტყვა- რუსულმა შეგაწუხათ,რადგან ასე ღელავს საზოგადოება თქვენც უნდა ნერვიულობდეთ,” – აღნიშნა ჩარკვიანმა და გამოურთეს მიკროფონი.

მეტი...

ბეიჰაი – ეროვნული დღეგრძელობის ქალაქი (ფოტორეპორტაჟი)

ეს ბეიჰაია – ჩინეთის უძველესი საზღვაო აბრეშუმის გზის საწყისი წერტილი, რომელიც  მდებარეობს  გუანქსის რეგიონის სამხრეთ ნაწილში. ის  აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქალაქი, ეროვნული ისტორიული და კულტურული ქალაქი, ეროვნული ბაღის ქალაქი, საცხოვრებლად 10 საუკეთესო ქალაქი, ზამთრის კურორტი, ეროვნული დღეგრძელობის ქალაქი და ეროვნული საპილოტე ქალაქი სხვადასხვა კულტურისთვის. ბეიჰაი ასევე ერთადერთი ქალაქია დასავლეთ ჩინეთში, რომელსაც აქვს სატრანსპორტო ქსელი, რომელიც აერთიანებს ღრმა წყლის საზღვაო ნავსაგდურებს, ყველა ამინდის აეროპორტს, ჩქაროსნულ რკინიგზას, ჩქაროსნულ გზებს და მილსადენის ტრანსპორტირებას. აქ გაერთიანებულია საზღვაო აბრეშუმის გზის კულტურული გამოცდილება,  დასასვენებელი ტურიზმი და ეკოლოგიური ღირსშესანიშნაობების. მისი საერთო დაგეგმარება განსაზღველია “ერთი მარშრუტი…

მეტი...

ვინც, კანონს რუსულს უწოდებს, ოხანაშვილი მიკროფონს უთიშავს

პარლამენტში კანონის მიღების ირგვლივ ხმაური დაიწყო, ანრი ოხანაშვილმა გახარიას პარტიის წევრ, ბექა ლილუაშვილს მიკროფონი გაუთიშა, ოხანაშვილი ამბობს, რომ კანონი რუსული არაა და პარლამენტი მსგავსს არაფერს იხილავს, შესაბამისად ოხანაშვილი ამბობს, რომ, ვინც კანონს რუუსლს უწოდებს საუბრის საშუალება არ მიეცემა, ბექა ლილუაშვილის შემდეგ პოზიცია ხატია დეკანოიძემ დააფიქსირა და მასაც გაუთისეს მიკროფონი. “ჩემი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გავთიშო მიკროფონი,” – ამბობს ოხანაშვილი.

მეტი...

დაუყოვნებლივ გაიწვიეთ რუსული კანონი – ოპოზიცია “ოცნებას”

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, დაიყოვნებლივ უკან გაიწვიოს რუსული კანონი. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რუსული კანონის საზოგადოების დაყოფას და ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟს ემსახურება. ერთი წლის წინ ივანიშვილის პარტიამ სცადა რუსული კანონის გატანა, მაგრამ გაიწვია ხალხის ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, რამაც მნიშვნელოვანწილად მოიტანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ივანიშვილის პარტია მორიგ ჯერზე ცდილობს შემოიტანოს რუსული კანონი პარლამენტში ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად. რუსული კანონი, რომელიც ემსახურება საზოგადოების დაყოფას და დაპირისპირებას, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირებას. ჩვენ…

მეტი...

არა რუსულ კანონს – პარლამენტის შენობა პოლიციის ალყაშია

პარლამენტი დღეს 10:00 საათიდან რუსული კანონის განხილვას იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქციაა დაანონსებული.  წინააღმდეგობის მოძრაობას ოპოზიცია შენობაში, ხალხი კი ქუჩაში აპირებს. საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. ადგილზე შეკრებას იწყებენ პროტესტის მონაწილეებიც.

მეტი...

“მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონი” – ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიცია ქართულ ოცნებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. ამასთან, ოპოზიცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, დაუბრუნდეს 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას. “ერთი წლის წინ ივანიშვილის პარტიამ სცადა რუსული კანონის გატანა, მაგრამ გაიწვია ხალხის ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, რამაც მნიშვნელოვან წილად მოიტანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს, ივანიშვილის პარტია მორიგ ჯერზე ცდილობს, შემოიტანოს რუსული კანონი ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად. რუსული კანონი, რომელიც ემსახურება საზოგადოების დაყოფას და დაპირისპირებას და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირებას. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს…

მეტი...

ომი უკრაინაში დაიწყო 2014 წლის, 14 აპრილს – ვანო ნადირაძე უკრაინიდან

10 წელი რუსეთ – უკრაინის ომიდან, ქართველი მებრძოლი თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება, ვანო ნადირაძე, რუსეთ – უკრიანის ორივე ომის მონაწილეა: „ომი უკრაინაში დაიწყო 2014 წლის, 14 აპრილს, ათი წლის უკან. მე ის ერთი ქართველი ვარ, ვინც პირველი ჩაერთო ამ ომში,“ – აღნიშნავს ნადირაძე. ამ ეტაპზე დიტუაცია უკრაინაში დონეცკის მიმართულებით გამწვავებილია, რასაც უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება: „უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ფრონტზე, განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით, სიტუაცია გართულდა. “ასეთი ცხელი ომის დროს ფრონტზე ვითარება ყოველთვის რთულია, მაგრამ ამ დღეებში, და განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით, ვითარება უფრო გართულდა”, – თქვა პრეზიდენტმა.

მეტი...

15 აპრილს პარლამენტი უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს

კანონის განხილვის პარალელურად საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს.დღეს საკანონმებლო ორგანოში ვიზიტორების შესვლა სრულად იზღუდება, პარლამენტშ ვერც ონლაინ ჟურნალისტები იმუშავებენ. საკომიტეტო მოსმენას ვერც ის ჟურნალისტები გააშუქებენ ვისაც პარლამენტის მიერ გაცემული აკრედიტაცია აქვს. პარლამენტი მედიის მუშაობის შეზღუდვას უსაფრთხოების ნორმებით ხსნის. “აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა” – წერია საქართველოს პარლამენტის 14 აპრილის საღამოს გავრცელებულ gancxadebaSi. განცხადების თანახმად 15 აორილს  საკანონმდებლო ორგანოში “უსაფრთხოების ყვითელი დონე” იმოქმედებს. ამ წესის მიხედვით, ყვითელი დონე საშუალებას იძლევა შეიზღუდოს ჟურნალისტის სპეციალური აკრედიტაციის გაცემა ან/და აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტს შეეზღუდოს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა.  

მეტი...

მეღვინეები რუსულ კანონს გმობენ და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებენ

განცხადებაში, რომელსაც ხელს 50-ზე მეტი მეღვინე აწერს, ისინი გმობენ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებენ. ისინი მიმართავენ ყველას, კანონზე მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ. განცხადება: “არა – რუსულ კანონს! არა – მოღალატე ხელისუფლებას! მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს არ წარმოვადგენთ, ქართველი მეღვინე არტიზანების ნაწილმა საზოგადოება მივაჩვიეთ, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე ყოველთვის ერთ-ერთი პირველები ვაფიქსირებთ ჩვენს მყარ პოზიციას. ახლაც, გვსურს ჩვენი ხმა შევუერთოთ თანამოქალაქეთა იმ ღირსეულ ნაწილს, რომელიც მკაფიოდ გმობს დღევანდელი ხელისუფლების აშკარა ღალატს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გვსურს, ჩვენი ხმა შევუერთოთ თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანებს და…

მეტი...