პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, გზა გადაკეტილია

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა. აქციის მიმდინარეობის გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პარლამენტა მისი მიღება არ უნდა დაუშვას.

„არა რუსულ კანონს“ –  მსგავსი ბანერებით აჭრელებულია პერიმეტრი.

მსგავსი თემები