ოპოზიციონერ დეპუტატებს ერთმანეთის მიყოლებით აძევებენ დარბაზიდან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან გაძევებულ 5 ოპოზიციონერ დეპუტატს მეექვსე – რომან გოცირიძეც შეუერთდა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოჯახაშვილმა მას დარბაზი დაატოვებინა.

სხდომაზე, სადაც  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იხილავენ, ისევ ხმაურია.

„დატოვეთ სხდომათა დარბაზი, გაძევებული ბრძანდებით. ერთი და იგივე შეკითხვა დაგიწერეს. ერთი და იგივე შეკითხვის განმეორების შემთხვევაში იქნება მოხსნილი. ყველა შეკითხვა იქნება მოხსნილი იგივე შეკითხვების განმეორების შემთხვევაში“, – ეს სიტყვები ანრი ოხანაშვილმა დღეს არაერთგზის გაიმეორა და დარბაზიდან გიცირიძეც გააძევა.

“თავხედობ, თავხედობ, თავხედობ” – ოპოზიციას დარბაზი დაატოვებინეს (ვიდეო)

მსგავსი თემები