„გამუდმებით საუბრობს და ვერ ვისმენ, სხვაგან გადასვით“ – დეპუტატები პარლამენტში

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს იხილავენ, ქალი დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა მის უკან მჯდომი დეპუტატის – ანა ნაცვლიშვილის სხვაგად გადასმა მოითხოვა, რადგანაც, მისი თქმით, ის ხმამაღლა საუბრობდა და სეფაშვილს მომხსენებლის მოსმენაში ხელს უშლიდა.

„უკაცრავად, ვერ ვისმენ, გამუდმებით ლაპარაკობს ჩემს ზურგს უკან. აბსოლუტურად შეუძლებელია მოსმენა. ან სადმე ცალკე დაჯდეს და ისე ილაპარაკოს“ – მიმართა სეფაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს.

ქალ დეპუტატებს შორის კონფლიქტის დარეგულირებას კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი შეეცადა.

„სხვა დეოპუტატებს, რომლებსაც სურთ მოსმენა, თქვენგან ეშლებათ ხელი. ორ ხმაში ნუ საუბრობთ, თუ ამას გააგრძელებთ, მოგიწოდებთ გაბრძანდეთ გარეთ და იქ ისაუბრეთ“ – გააფრთხილა ანრი ოხანაშვილმა ანა ნაცვლიშვილი.

P.S. „იმერული ესკიზები“ ქართულ პოლიტიკაში – „მასწავლებელო, იმან თმა მომქაჩა“… „მასწავლებელო იმან ჩამარტყა“… “უჯი­კე, ბიჭო, შენ მა­გას! – ვაი, შენს პატ­რონს, შენ თვი­თონ სა­ჯი­კე­ბე­ლი ხარ…”

 

მსგავსი თემები