ვიმედოვნებ, პრეზიდენტი შეიწყალებს, ყველანაირად ვეცდებით, ლაზარე დავიხსნათ ამათი კლანჭებიდან – ლაზარეს დედა

ვიმედოვნებ, პრეზიდენტი შეიწყალებს, ყველანაირად ვეცდებით, ლაზარე დავიხსნათ ამათი კლანჭებიდან, – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

,,აქამდე ამაზე გვისაუბრია, თუ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისთქო და ახლა პირდაპირ მივდივართ მასთან. კი ველოდი, მაგრამ მაინც სანერვიულოა ეს ამბავი და ლაზარესაც, სავარაუდოდ, ასეთი განცდა ექნება. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ლაზარე დავიხსნათ ამათი კლანჭებიდან. მე კომუნიკაცია უშუალოდ არ მქონია, მაგრამ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან ბევრმა მიაწოდა ინფორმაცია ლაზარეს თაობაზე და აქედან გამომდინარე, ინფორმირებულია და ვიმედოვნებ, რომ ლაზარეს შეიწყალებს”, – აცხადებს ლაზარეს დედა.

მსგავსი თემები