ყველანი უნდა მივიდეთ პრეზიდენტის სასახლესთან, მოვითხოვოთ, რომ ლაზარე დღესვე შეიწყალოს – ნატა ფერაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი აქტივისტები ლაზარე გრიგორიადისის ოჯახთან და ადვოკატთან ერთად პრეზიდენტთან მიდიან. ისინი სალომე ზურაბიშვილის გრიგორიადისის შეწყალებას სთხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ ყველას მოუწოდა, მივიდნენ პრეზიდენტის სასახლესთან.

,,მოულოდნელი არაფერი არ იყო, ცალსახად ეს არის ზუსტად აქციების წინ გამოტანილი სადამსჯელო განაჩენი და რამდენი მშობელი გადაუწვება ახლა წინ შვილს, რომ შვილო, 9 წელი ჩაგსვამენ, არ წახვიდე, მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ ეს პირიქით იმოქმედებს და ყველა გამოვა და გადავავსებთ ქუჩებს, ახლა ყველანი უნდა მივიდეთ პრეზიდენტის სასახლესთან, ათონელზე და მოვითხოვოთ, რომ პრეზიდენტმა, მე მგონი ისედაც აპირებს, დღესვე შეიწყალოს, რომ დღესვე იყოს ლაზარე თავისუფალი. ვინც უყურებთ, ძალიან გთხოვთ, ახლა გამოდით ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან”, – ამბობს ფერაძე.

მსგავსი თემები