ბათუმში, მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

ბათუმის სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებასთან 29 წლის პატიმრის, სინარ ორუჯოვის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ქსნის საპატიმროდან პატიმრის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს აპროტესტებენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარი მძიმედ დაავადებულია და ქრონიკული ეპილეფსია აქვს, თუმცა, შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს. ასევე, ოჯახს არ ეძლევათ პატიმართან კომუნიკაციის საშუალება. ახლობელბი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და სხვა დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვენ.

ოჯახის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სინან ორუჯოვმა პროტესტის ნიშნად ბასრი საგნით მიიყენა სხეულზე დაზიანება.

მსგავსი თემები