ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მივდივართ პრეზიდენტთან, მივმართავ შეწყალების თხოვნით – გრიგორიადისის ადვოკატი

რუსული კანონის გასაპროტესტებლად, მარტში გამართული აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ლაზარეს ადვოკატი და ოჯახი დღესვე აპირებს პრეზიდენტს მიმართოს.

,,ჩვენ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, ბოლო განცხადებებით არაერთხელ დავაფიქსირეთ, თუმცა 9 წელს მაინც არ ველოდით. ახლა მივდივართ საქართველოს პრეზიდენტთან, კანცელარიაში, განცხადება გამზადებული გვაქვს, მასალები დიდი ხანია უკვე მიტანილი გვაქვს, მხოლოდ განცხადებას ჩავაბარებთ და მივმართავთ შეწყალების თხოვნით. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, სასამართლოს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება”, – ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.

მსგავსი თემები