ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი დღეს გამოცხადდება

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 12 აპრილს, 10:00-ზე გამოცხადდება. საქალაქო სასამართლოს ეზოში ლაზარეს მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ, რომ ლაზარეს საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა. მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა.

მსგავსი თემები