,,განვიხილეთ საბჭოთა რაკეტების გადაცემა უკრაინისთვის” – დუდა

,,განვიხილეთ საბჭოთა რაკეტების გადაცემა უკრაინისთვის”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, ვილნიუსში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

,,დღეს, ორმხრივი შეხვედრის დროს, ვესაუბრეთ პრეზიდენტ ზელენსკის გარკვეულ საშუალებებზე. ჯერ კიდევ არის საბჭოთა დროინდელი რაკეტები, ისინი ამჟამად პოლონეთის მარაგებშია. განვიხილეთ მათი გადაცემა უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სასარგებლოდ. გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, როდესაც დავბრუნდები ვარშავაში,” – განაცხადა დუდამ.

ზელენსკის თქმით, მან პრეზიდენტ დუდას აცნობა ენერგეტიკულ ობიექტებზე ღამით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების და ხარკოვის მძიმე სიტუაციის შესახებ. ასევე უთხრა, რომ უკრაინას კრიტიკულად სჭირდება პარტნიორების, პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვის გაზრდილი მხარდაჭერა.

მსგავსი თემები