კახეთში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მოხდა.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქმარმა ცოლს რამდენიმე ჭრილობა დანით მიაყენა.
დაჭრილი თელავის. რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, პაციენტს ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილს უკვე ჩაუტარეს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„პრაიმტაიმი“ შსს-სთან მომხდარის დეტალებს არკვევს.