5 წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს მკითხავს, რომელმაც კლიენტს ჯადოს მოხსნის მოტივით 17 500 დოლარი გამოსძალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებულ ზოია ლუპაშენკოს 5-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

ლუპაშენკოს ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა და რეალურად, საუბარია ორ პირს შორის ნებაყოფლობით გარიგებაზე.

საქმეში დაზარალებული შუახნის ქალია, რომელიც ამტკიცებს, რომ მკითხავმა თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა.

დაზარალებულმა ჯადოს მოხსნის მოტივით მკითხავს 12 500 დოლარი და ოქროს სამკაულები გადასცა, რომელიც მისი თქმით, შესაბამისი პროცედურის დასრულების შემდეგ მკითხავს უკან უნდა დაებრუნებინა. ზიანი ჯამში 17 500 დოლარს შეადგენდა.

მსგავსი თემები