სომხეთი აზერბაიჯანს 4 სოფელზე კონტროლს უბრუნებს

სომხეთი აპირებს აზერბაიჯანის მხარეს დაუბრუნოს კონტროლი 4 სოფელზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და საიდანაც ერთ-ერთზე საქართველოსთან დამაკავშირებელი სტრატეგიული გზა გადის.

სომხეთის პრემიერის განცხადებებიდან კი ირკვევა, რომ ოფიციალური ერევანი განიხილავს ამ სოფლების გადაცემას და აპირებს საზღვრის დელიმიტაციის დაწყებას მეზობელ სახელმწიფოსთან.

საკითხი წინააღმდეგობრივია თავად სომხეთის საზოგადოებისთვის, სადაც მიაჩნიათ რომ ამ 4 სოფლის გადაცემით აზერბაიჯანს კიდევ უფრო მეტი ბერკეტი გაუჩნდება საქართველო-სომხეთ-ირანის დამაკავშირებელ დერეფანზე ზემოქმედებისა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე ამ სოფლებს მისი ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენის პროცესად განიხილავს.

მსგავსი თემები