უკრაინამ კანადისგან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო. ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.
მისი თქმით, ეს თანხები დაეხმარება უკრაინის მთავრობას დეფიციტის, კერძოდ სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსებაში.
,,მადლობელი ვართ კანადის ხალხისა და მთავრობისა, რომლებიც რჩებიან ჩვენს საიმედო მოკავშირეებად ამ რთულ დროს”, – წერს შმიგალი.