დღეს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ ილია თოფურია „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, დღეს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.

მატჩი „დინამო არენაზე“ დღეს საღამოს 21:00 საათზე დაიწყება. 27 წლის მებრძოლი ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი თემები