ოკუპანტების ხარკოვზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი იყო გამოცხადებული – ოკუპანტები უკრაინულ ქალაქებს ერთმანეთის მიყოლებით ბომბავდნენ.

მთავარი სამიზნე კიევის შემდეგ, ხარკოვი იყო, სადაც მასიურმა თავდასხმამ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ აგრესორი უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის გამო საკადრის პასუხს მიიღებს.

ზელენსკიმ ასევე პარტნიორებს მიმართა და მათ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისკენ მოუწოდა, რადგან პრეზიდენტის თქმით, სხვანაირად მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა შეუძლებელია.

უკვე ორ წელზე მეტია ხარკოვის რეგიონი რუსეთის სასტიკ თავდასხმებს ექვემდებარება. სალტევკა განადგურდა რაკეტებით. დაზიანდა ქალაქის სხვა ქუჩები და უბნები. განადგურდა რეგიონის სოფლები და ქალაქები. იყო რუსეთის მორიგი დარტყმა ხარკოვზე, რომელიც არაფერზე არ იმოქმედებს გარდა იმისა, რომ უკრაინა უპასუხებს კიდევ უფრო პრინციპულად და ზუსტად. ხარკოვში რუსული რაკეტის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ყველა ოჯახს და მეგობარს. ყველა დაშავებულ უტარდება საჭირო დახმარება. ხარკოვს სჭირდება საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები. სუმის რეგიონს საჰაერო თავდაცვა სჭირდება. ჩერნოგოვისა და ჩვენი ყველა სხვა რეგიონი, რომელიც განიცდის რუსულ ტერორს, თავდაცვა სჭირდება. ჩვენს პარტნიორებს აქვთ ეს თავდაცვის სისტემები და მათ უნდა გაიგონ, რომ საჰაერო თავდაცვამ უნდა დაიცვას სიცოცხლე”, – ამბობს ზელენსკი.

მსგავსი თემები