როგორია ახმეტის მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ქმრის მიერ დაჭრილი ქალი მკურნალობას თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში აგრძელებს. პაციენტი ამ ეტაპზე ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„40-დან 45 წლამდე ასაკის ქალი კლინიკაში გუშინ, გამთენიისას შემოიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე, მრავალჯერადი ჭრილობა ზურგის არეში, მათ შორის, ერთი ჭრილობა იყო შემავალი პლევრის ღრუში.

პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები და პროცედურები ჩაუტარდა. ამ ეტაპზე ის კონტაქტურია, იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განუცხადეს ,,ფორტუნას“ კლინიკაში.

მსგავსი თემები