როდესაც საბრძოლველად გავდივარ, 100%-ით მყავს შესწავლილი ჩემი მეტოქე – ილია თოფურია

ჩემპიონებსა და ჩვეულებრივ მებრძოლებს შორის განსხვავება არის ის, რომ ჩემპიონებს თავიანთი ემოციების გაკონტროლების უნარი აქვთ. ეს კონტროლი მოდის ძალიან დიდი და რთული მომზადების შემდეგ, – ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ „იმედის დღესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც საბრძოლველად გავდივარ, ვიცი, რა მომზადებაც გავიარე. ვიცი, რომ ჩემი მაქსიმუმი ჩავდე, ვიცი, რომ 100%-ით მყავს შესწავლილი ჩემი მეტოქე. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, რომ გამარჯვება ჩემი ერთადერთი „ოფცია“ იქნება. ერთადერთი, რაც ყველაზე მთავარია ხოლმე ჩემთვის, რაც არ უნდა მოხდეს, არანაირი სინანულის გრძნობა არ მექნება, რადგან ვიცი, რომ ჩემი მაქსიმუმი ჩავდე მომზადებაში.

​ჩემპიონებსა და ჩვეულებრივ მებრძოლებს შორის განსხვავება არის ის, რომ ჩემპიონებს თავიანთი ემოციების გაკონტროლების უნარი აქვთ. ეს კონტროლი მოდის ძალიან დიდი და რთული მომზადების შემდეგ. არ შეიძლება რაღაცას დაეყრდნო უაზროდ, მომზადების გარეშე. მე ჩემი შესაძლებლობები ვიცი და დარწმუნებული ვარ ყოველთვის საკუთარ თავში. არ ვიცი ეს საიდან მოდის, მაგრამ ასეა“, – აღნიშნა ილია თოფურიამ.

მსგავსი თემები