პრეზიდენტი დღეს ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს

პრეზიდენტი UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს – შეხვედრა დღეს, 19:00 საათზე ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილი ცერემონიალზე საქართველოს პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარესაც ეპატიჟება. სპორტსმენი ორდენზე სწორედ კობახიძემ და პაპუაშვილმა წარადგინეს.

“საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება.

პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები