ისრაელში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ისრაელში, ქალაქ ჰოლონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეა მკვლელობაში ეჭვმიტანილიც. დამნაშავე დაკავებულია.

არსებული ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობები დაღუპულს დანით აქვს მიყენებული. მძიმედ დაჭრილი 40 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს ძიება.

მსგავსი თემები