ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნებოდა, ქვეყნებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად გათვალისწინებული თანხები უკრაინის ბიუჯეტისთვის გადაეცათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნებოდა, ქვეყნებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად გათვალისწინებული თანხები უკრაინის ბიუჯეტისთვის გადაეცათ. მისი თქმით, უკრაინა თავად გადაანაწილებდა ამ თანხებს მოქალაქეებს შორის და ამგვარად, ეს ფული უკრაინის ეკონომიკას დაეხმარებოდა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ უკრაინიდან მხოლოდ გერმანიაში 200 ათასამდე სამხედრო ასაკის მამაკაცი გაემგზავრა და ჰკითხა, უნდა განიხილოს თუ არა გერმანიის მთავრობამ ასეთი მამაკაცებისთვის სოციალური დახმარების შემცირება, რათა დაზოგული თანხით მათ მხარი დაუჭირონ უკრაინას. „მთავრობას თუ სურს, უკრაინელების დახმარება, არის ასეთი მომენტი – მაგალითად, რომელიმე ადამიანი გავიდა საზღვარგარეთ და იღებს მხარდაჭერას გერმანიიდან. ჩვენ მადლობლები ვართ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს…

მეტი...

,,მოლდოვასა და უკრაინაში ვყოფილვარ და მინდა, ვთქვა, რომ არავის ჩამოვრჩებით”- ალეკო ელისაშვილი

მოლდოვასა და უკრაინაში ვყოფილვარ და მინდა, ვთქვა, რომ არავის ჩამოვრჩებით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, რეფორმების თვალსაზრისით მაჩანჩალები არ ვართ. „ერთადერთი, ჩამოვრჩებით იმით, რომ უსასრულოდ ერთი და იგივე ხელისუფლება გვყავს. 12 წელია, ხელისუფლებაში არიან და ჯერ ვერც ვცვლით. ხელისუფლება უნდა შევცვალოთ და მაშინ ყველას და ყველაფერს დავეწევით, გავასწრებთ კიდეც. რეფორმების თვალსაზრისით მაჩანჩალები არ ვართ, მაჩანჩალები ვართ მმართველობის თვალსაზრისით. არც უკრაინაში და არც მოლდოვაში მმართველობის გაუკუღმართებული წესი არ არის, როგორც ჩვენთან, როცა არის ვიღაც კაცი, რომელიც არც გამოჩნდა, თან გამოჩნდა…

მეტი...

ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენენ – ”იმედი”

ტელეკომპანია ”იმედის” ინფორმაციით, პარტია ”ქართული ოცნების” მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენენ. მედიის ცნობისთვე, ირაკლი ღარიბაშვილი  პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. “ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია ქართული ოცნების პოლიტიკური მდივნის პოსტს”, – იუწყება ”იმედი”.

მეტი...

,,შესაძლებელია პოლიციის ძალით გამოგვიყვანონ უნივერსიტეტიდან”- თსუ-ში პროტესტი გრძელდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. უნივერსიტეტის კანცელარია კვლავ ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები ლექტორებს გაფიცისკენ მოუწოდებენ. სტუდენტების განცხადებით, შესაძლოა მათ შენობა პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინონ. “პირველივე დღეს ჩვენ მშვიდობიანად შემოვედით, დავიკავეთ კანცელარიის ოთახი. ამასთანავე, ჩვენ მოვთხოვეთ დაცვის უფროსს, რომ დაცვის წევრებიც შემოეყვანა კანცელარიის ოთახში. ამ დროის განმავლობაში დაცვა იყო ჩვენს გვერდით და იცავდა ამ დოკუმენტებს. მაგრამ დღეს რაღაც ნაბიჯი გადმოდგა უკვე დაცვამ, რომ თითქოს რაღაც გააკეთა, რომ გაიყვანონ დაცვის წევრები ამ ოთახიდან და სრული პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისრონ, რომელიც თავის თავში მალავს იმ საშიშროებას, რომ შესაძლებელია პოლიციის ძალით გამოგვიყვანონ უნივერსიტეტიდან,” – აცხადებს ერთ-ერთი…

მეტი...

23 წლის მოდელი ელენე ეფრემიძე გარდაიცვალა

თბილისში გარდაცვლილი 23 წლის მოდელი, ელენე ეფრემიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა  გულის უკმარისობით გარდაიცვალა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 იანვარს და 1 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს: 2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მხოლოდ  30 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. ქ. თბილისში 30 იანვარს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10,…

მეტი...

თბილისში, 23 წლის მოდელი გარდაიცვალა

თბილისში, 23 წლის მოდელი, ელენე ეფრემიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ  ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თავისუფალი ბლოგერი ნინო ადამაშვილი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა  გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

მეტი...

„ცოტა იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი ღირდა თუ არა დილის 7 საათზე ადგომა და პარლამენტში მოსვლა”- იაგო ხვიჩია

„ცოტა იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი ღირდა თუ არა დილის 7 საათზე ადგომა და პარლამენტში მოსვლა, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ბატონმა თავმჯდომარემ თქვა, ეს პროცესი არაფრით იქნება განსხვავებული 12 პუნქტის შესრულებისგან. 12 პუნქტი, „ქართული ოცნების“ აზრით, ბრწყინვალედ შევასრულეთ და ამის გამო მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ამ 9 პუნქტის შესრულებასაც ზუსტად იგივე სტილით აპირებენ“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ, რომელიც  9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს. იაგო ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ აღნიშნულ  ფორმატზე უარის თქმას არ აპირებს. „მრჩება  შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი, რაშიც ახლა ვმონაწილეობთ, თავისი შინაარსით არის ისეთივე ფორმალიზებული პროცესი…

მეტი...

,,საქართველოს ჰყავს ძალიან ღირსეული და ძლიერი პრემიერ-მინისტრი”- გივი მიქანაძე შესაძლო საკადრო ცვლილებებზე

,,მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, არანაირი კონსულტაცია ამ საკითხებზე არ ყოფილა, შესაბამისად, საიდან მოიტანეთ ეს თემები მე არ ვიცი,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარტიაში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ძალიან ღირსეული და ძლიერი პრემიერ-მინისტრი. ,,საქართველოს ჰყავს ძალიან ღირსეული და ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ასევე, საქართველოს ჰყავს ხელისუფლების გუნდი, რომლის სათავეშიც დგას ადამიანი, რომელმაც თავისი ძლიერი მენეჯერული თვისებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის იკავებს სწორ პოზიციას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ყველა უფლებამოსილება და ყველა კონკრეტული პოზიცია არის გადანაწილებული, პარტიის…

მეტი...

ირანი იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს

ირანი აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს. გაერო-ში ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენელის განცხადებით, ირანს არანაირი კავშირი არ აქვს აშშ-ის ბაზაზე თავდასხმასთან. იორდანიაში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაშავდა.

მეტი...

,,კარგია, რომ ვმსჯელობთ და სახეს არ ვაკაწრავთ ერთმანეთს”- ალეკო ელისაშვილი

პარლამენტში, სამუშაო შეხვედრაზე დეპოლარიზაციის შემცირებისთვის რაიმე გენიალური იდეები არ ისმის, მაგრამ კარგია, რომ ვმსჯელობთ და სახეს არ ვაკაწრავთ ერთმანეთს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ დეპოლარიზაციის საკითხზე მომხსენებელი ირაკლი კობახიძეა, საუბარი ჯერ ძალიან წყნარად მიმდინარეობს. დეპოლარიზაციის შემცირებისთვის რაიმე გენიალური იდეები ისმის-მეთქი რომ გითხრათ, არა, მაგრამ კარგია, რომ ვმსჯელობთ და სახეს არ ვაკაწრავთ ერთმანეთს. არ მჯერა, რომ საარჩევნო წელს დეპოლარიზაცია მოხდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მეტი...

,,კვირის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინა გაძლიერდა”- ზელენსკი

,,კვირის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინა გაძლიერდა,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კვირის შედეგი არის უფრო მკაფიო შეთანხმებები პარტნიორებთან ორმხრივ ურთიერთობებში. ,,მომდევნო კვირისთვის უკვე გვაქვს საერთაშორისო კომუნიკაციების გრაფიკი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, ვამზადებთ თავდაცვის ახალ პაკეტებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის. კვირის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინა გაძლიერდა. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კვირის შედეგი არის უფრო მკაფიო შეთანხმებები პარტნიორებთან ორმხრივ ურთიერთობებში და მეტი სტაბილურობა თავდაცვის კოალიციების მუშაობაში იარაღის, ჭურვებისა და აღჭურვილობის მიწოდების საკითხში,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით 47 ადამიანი დააკავეს

სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით თურქეთის პოლიციამ 47 ადამიანი დააკავა, მათ შორის 2 პირი, რომლებიც ეკლესიაში ცეცხლის გახსნაში არიან ეჭვმიტანილები. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრis, ალი იერლიკაიას თქმით, რეიდები სტამბოლის მასშტაბით 30-ზე მეტ ადგილას ჩატარდა. “ორივე ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ერთი მათგანი ტაჯიკეთიდანაა, მეორე კი რუსია. ჩვენ შეფასებით, ისინი “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულები არიან,” – განაცხადა მინისტრმა. თავდასხმა სტამბოლში გუშინ, კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს მოხდა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

სამი წელია, პარლამენტის შენობაში ვარ და არ მახსოვს, 09:00 საათზე შეხვედრა ყოფილიყო, იმედია, საინტერესოს მაინც გვეტყვიან – იაგო ხვიჩია

სამი წელია, პარლამენტის შენობაში ვარ და ჯერ არ მახსოვს, 09:00 საათზე რამე შეხვედრა ყოფილიყო. იმედია, რამე საინტერესოს მაინც გვეტყვიან, არ გამოვა ისე, რომ 07:00 საათზე ტყუილად გამოგვაქციეს პარლამენტში და არაფერი გვითხრეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. „სინამდვილეში, ჩვენ ახლაც იგივეს ვთავაზობთ პოლიტიკურ სპექტრს, რასაც 12 პუნქტის შესრულების დროს ვთავაზობდით. უბრალოდ, ახლა საინტერესოა, რაზე აკეთებენ აქცენტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რამე შეცვალა თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ, თუ ზუსტად ისევე გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც წინა შემთხვევის დროს იყო, მაინც და მაინც წარმატებულად არ ჩაგვითვალეს 12 პუნქტი“, – განაცხადა…

მეტი...

,,იორდანიაში თავდასხმა, ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების შედეგია” – ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იორდანიაში თავდასხმა რომლის შედეგადაც სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სისუსტის ბრალია. „იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმისას სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და უფრო მეტი დაშავდა. საშინელი დღეა ამერიკისთვის. ჩემი ღრმა თანაგრძნობა იმ მამაცი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც დავკარგეთ. შეერთებულ შტატებზე ეს თავხედური თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების კიდევ ერთი შემზარავი და ტრაგიკული შედეგია“, – წერს ტრამპი.  

მეტი...

,,პრეზიდენტი და მე არ შევეგუებით ამერიკულ ძალებზე თავდასხმას, მივიღებთ ყველა ზომას”- ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის განცხადებით,  აღშფოთებული და შეძრწუნებულია სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვისა და რამდენიმეს დაჭრის გამო. „პრეზიდენტი და მე არ შევეგუებით ამერიკულ ძალებზე თავდასხმას. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა დავიცვათ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სამხედროები და ჩვენი ინტერესები“, – განაცხადა ოსტინმა. მისი თქმით, სამხედროები იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან იყვნენ განლაგებულნი და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მუშაობდნენ.

მეტი...

დღევანდელ შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილება, რომელიც ევროკავშირის 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს და პარლამენტის კომპეტენციაშია – შალვა პაპუაშვილი

„ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას,  რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცდა. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო ევროკომისიასთან“, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით,  შეხვედრაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს და პარლამენტის კომპეტენციაშია. შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე იმსჯელებენ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო პროცესზე, ანტიკორუფციულ ბიუროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე. „იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა იქნება, ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც, ამ…

მეტი...

გვაქვს რესურსი, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ – ირაკლი კობახიძე

,,გვაქვს ყველანაირი რესურსი, 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამისათვის  მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გერმანიასა და შვედეთში ხალხი დღეს საქართველოზე 3-ჯერ უკეთესად, ხოლო საფრანგეთში – დაახლოებით 2,5-ჯერ უკეთესად ცხოვრობს. საქართველოზე 60 პროცენტით უკეთესად ცხოვრობენ რუსეთში, ხოლო 50 პროცენტით უკეთესად – ბულგარეთში. საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები – ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა, აგრეთვე აზერბაიჯანი და…

მეტი...

სასაფლაოზე 120 ცოცხალი ადამიანის ფოტო იპოვეს დამარხული – რა ხდება სოფელ გელაურში

ქობულეთში, სოფელ გელაურში ერთ-ერთ სასაფლაოზე 120 ცოცხალი ადამიანის ფოტო იპოვეს დამარხული. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან სამართალდამცველები. სოფლის მცხოვრებლები გამოძიებას და დამნაშავის სათანადოდ დასჯას ითხოვენ. როგორც ირკვევა ფოტოები მიწაში იყო ჩაფლული და მათ მიცვალებულთან შეხება არ ჰქონია.  

მეტი...

ოლაფ შოლცი ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინონ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროპელ პარტნიორებს, უკრაინისთვის მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. „გერმანიისგან განსხვავებით, საომარი მხარდაჭერა უკრაინისადმი სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან ხშირად შეზღუდულია“, – განაცხადა შოლცმა. მისი თქმით, გერმანიამ უკვე გამოყო შვიდი მილიარდი ევრო უკრაინისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში. „გერმანიას სურს უფრო მეტის კეთება, მაგრამ საშუალო სახელმწიფოა. იმისთვის, რომ გაკეთდეს უფრო მეტი, საჭიროა სხვების ჩართულობაც“, – განაცხადა შოლცმა.  

მეტი...

,,მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა”- ევროკომისიის 9 დათქმაზე სამუშაო შეხვედრა იწყება

მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ, იმ გრაფიკით, თემებითა და ნაბიჯებით ვმოქმედებთ, რაც იქ არის გაწერილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, დღის წესრიგი  ყველა იმ საკითხის განხილვას ითვალისწინებს, რომელიც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარეობს. „ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია, ვინაიდან იცით, რომ ცხრა ნაბიჯიდან, განსხვავებით 12 რეკომენდაციისგან, მხოლოდ ნაწილი არის ისეთი საკითხები, რომლებიც პარლანეტის კომპეტენციაა კანონშემოქმედებით…

მეტი...

დაიღუპა კაცი, რომელიც სიმაღლიდან გადმოხტა და მისი პარაშუტი არ გაიხსნა

ტაილანდში, ბრიტანელ კაცს შენობიდან გადმოხტომისას პარაშუტი არ გაეხსნა და დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ისინი შაბათს საღამოს 29-სართულიან კორპუსში  მას შემდეგ გამოიძახეს, რაც თვითმხილველების თქმით, ადამიანი ჯერ ხეს დაეჯახა და შემდეგ მიწაზე დაეცა. პოლიციის თქმით, მათ კაცის სიახლოვეს აღმოაჩინეს პარაშუტი, რომელიც არ იყო გახსნილი. სავარაუდოდ, გარდაცვლილი პარაშუტისტი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბოლო სართულზე მეგობრებთან ერთად ავიდა, რომლებიც მის გადახტომას იღებდნენ.

მეტი...

,,წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს”- კახა კალაძე

დღისა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა, იმისთვის, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირიდან „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში განაცხადა. მისივე განმარტებით, ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის მესამე ფენა იგება. „ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო წერეთელზე, განსაკუთრებით მიწის ქვემოთ. როგორც იცით, კომუნიკაციები  შეცვლილი და განახლებულია. საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა, როგორი ინფრასტრუქტურა იყო მიწის ქვემოთ, როგორი მილებით მიეწოდებოდა წყალი აქ მცხოვრებ ადამიანებს. ეს ყველაფერი განახლებული და მოწესრიგებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ ადგილზე სამუშაოებს ასევე გაეცნო მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რომლის თქმით, გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა იანვრის…

მეტი...