,,კარგია, რომ ვმსჯელობთ და სახეს არ ვაკაწრავთ ერთმანეთს”- ალეკო ელისაშვილი

პარლამენტში, სამუშაო შეხვედრაზე დეპოლარიზაციის შემცირებისთვის რაიმე გენიალური იდეები არ ისმის, მაგრამ კარგია, რომ ვმსჯელობთ და სახეს არ ვაკაწრავთ ერთმანეთს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ დეპოლარიზაციის საკითხზე მომხსენებელი ირაკლი კობახიძეა, საუბარი ჯერ ძალიან წყნარად მიმდინარეობს. დეპოლარიზაციის შემცირებისთვის რაიმე გენიალური იდეები ისმის-მეთქი რომ გითხრათ, არა, მაგრამ კარგია, რომ ვმსჯელობთ და სახეს არ ვაკაწრავთ ერთმანეთს. არ მჯერა, რომ საარჩევნო წელს დეპოლარიზაცია მოხდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები