დაიღუპა კაცი, რომელიც სიმაღლიდან გადმოხტა და მისი პარაშუტი არ გაიხსნა

ტაილანდში, ბრიტანელ კაცს შენობიდან გადმოხტომისას პარაშუტი არ გაეხსნა და დაიღუპა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ისინი შაბათს საღამოს 29-სართულიან კორპუსში  მას შემდეგ გამოიძახეს, რაც თვითმხილველების თქმით, ადამიანი ჯერ ხეს დაეჯახა და შემდეგ მიწაზე დაეცა.

პოლიციის თქმით, მათ კაცის სიახლოვეს აღმოაჩინეს პარაშუტი, რომელიც არ იყო გახსნილი. სავარაუდოდ, გარდაცვლილი პარაშუტისტი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბოლო სართულზე მეგობრებთან ერთად ავიდა, რომლებიც მის გადახტომას იღებდნენ.

მსგავსი თემები