,,შესაძლებელია პოლიციის ძალით გამოგვიყვანონ უნივერსიტეტიდან”- თსუ-ში პროტესტი გრძელდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. უნივერსიტეტის კანცელარია კვლავ ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები ლექტორებს გაფიცისკენ მოუწოდებენ.

სტუდენტების განცხადებით, შესაძლოა მათ შენობა პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინონ.

“პირველივე დღეს ჩვენ მშვიდობიანად შემოვედით, დავიკავეთ კანცელარიის ოთახი. ამასთანავე, ჩვენ მოვთხოვეთ დაცვის უფროსს, რომ დაცვის წევრებიც შემოეყვანა კანცელარიის ოთახში. ამ დროის განმავლობაში დაცვა იყო ჩვენს გვერდით და იცავდა ამ დოკუმენტებს. მაგრამ დღეს რაღაც ნაბიჯი გადმოდგა უკვე დაცვამ, რომ თითქოს რაღაც გააკეთა, რომ გაიყვანონ დაცვის წევრები ამ ოთახიდან და სრული პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისრონ, რომელიც თავის თავში მალავს იმ საშიშროებას, რომ შესაძლებელია პოლიციის ძალით გამოგვიყვანონ უნივერსიტეტიდან,” – აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.

 

მსგავსი თემები