,,საქართველოს ჰყავს ძალიან ღირსეული და ძლიერი პრემიერ-მინისტრი”- გივი მიქანაძე შესაძლო საკადრო ცვლილებებზე

,,მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, არანაირი კონსულტაცია ამ საკითხებზე არ ყოფილა, შესაბამისად, საიდან მოიტანეთ ეს თემები მე არ ვიცი,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარტიაში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ძალიან ღირსეული და ძლიერი პრემიერ-მინისტრი.

,,საქართველოს ჰყავს ძალიან ღირსეული და ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ასევე, საქართველოს ჰყავს ხელისუფლების გუნდი, რომლის სათავეშიც დგას ადამიანი, რომელმაც თავისი ძლიერი მენეჯერული თვისებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის იკავებს სწორ პოზიციას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ყველა უფლებამოსილება და ყველა კონკრეტული პოზიცია არის გადანაწილებული, პარტიის თავმჯდომარეს უკავია თავის პოზიცია, პრემიერი არის არჩეული პარლამენტის მიერ და ყველა თავის პოზიციაზე აგრძელებს და გააგრძელებს მუშაობას. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, არანაირი კონსულტაცია ამ საკითხებზე არ ყოფილა, შესაბამისად, საიდან მოიტანეთ ეს თემები მე არ ვიცი,”- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, რამოდენიმე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილს გადააყენებენ და მის ადგილს ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

მსგავსი თემები