,,მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა”- ევროკომისიის 9 დათქმაზე სამუშაო შეხვედრა იწყება

მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ, იმ გრაფიკით, თემებითა და ნაბიჯებით ვმოქმედებთ, რაც იქ არის გაწერილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, დღის წესრიგი  ყველა იმ საკითხის განხილვას ითვალისწინებს, რომელიც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარეობს.

„ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია, ვინაიდან იცით, რომ ცხრა ნაბიჯიდან, განსხვავებით 12 რეკომენდაციისგან, მხოლოდ ნაწილი არის ისეთი საკითხები, რომლებიც პარლანეტის კომპეტენციაა კანონშემოქმედებით ნაწილში, ხოლო დიდი ნაწილი პრაქტიკასთან არის  დაკავშირებული, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება, ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც ეს არის ისეთი ფორმატი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები