,,კვირის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინა გაძლიერდა”- ზელენსკი

,,კვირის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინა გაძლიერდა,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კვირის შედეგი არის უფრო მკაფიო შეთანხმებები პარტნიორებთან ორმხრივ ურთიერთობებში.

,,მომდევნო კვირისთვის უკვე გვაქვს საერთაშორისო კომუნიკაციების გრაფიკი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, ვამზადებთ თავდაცვის ახალ პაკეტებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის. კვირის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინა გაძლიერდა. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კვირის შედეგი არის უფრო მკაფიო შეთანხმებები პარტნიორებთან ორმხრივ ურთიერთობებში და მეტი სტაბილურობა თავდაცვის კოალიციების მუშაობაში იარაღის, ჭურვებისა და აღჭურვილობის მიწოდების საკითხში,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები