ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენენ – ”იმედი”

ტელეკომპანია ”იმედის” ინფორმაციით, პარტია ”ქართული ოცნების” მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენენ.

მედიის ცნობისთვე, ირაკლი ღარიბაშვილი  პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

“ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია ქართული ოცნების პოლიტიკური მდივნის პოსტს”, – იუწყება ”იმედი”.

მსგავსი თემები