ოლაფ შოლცი ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინონ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროპელ პარტნიორებს, უკრაინისთვის მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„გერმანიისგან განსხვავებით, საომარი მხარდაჭერა უკრაინისადმი სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან ხშირად შეზღუდულია“, – განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, გერმანიამ უკვე გამოყო შვიდი მილიარდი ევრო უკრაინისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში.

„გერმანიას სურს უფრო მეტის კეთება, მაგრამ საშუალო სახელმწიფოა. იმისთვის, რომ გაკეთდეს უფრო მეტი, საჭიროა სხვების ჩართულობაც“, – განაცხადა შოლცმა.

 

მსგავსი თემები