,,პრეზიდენტი და მე არ შევეგუებით ამერიკულ ძალებზე თავდასხმას, მივიღებთ ყველა ზომას”- ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის განცხადებით,  აღშფოთებული და შეძრწუნებულია სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვისა და რამდენიმეს დაჭრის გამო.

„პრეზიდენტი და მე არ შევეგუებით ამერიკულ ძალებზე თავდასხმას. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა დავიცვათ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სამხედროები და ჩვენი ინტერესები“, – განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, სამხედროები იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან იყვნენ განლაგებულნი და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მუშაობდნენ.

მსგავსი თემები