სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით 47 ადამიანი დააკავეს

სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით თურქეთის პოლიციამ 47 ადამიანი დააკავა, მათ შორის 2 პირი, რომლებიც ეკლესიაში ცეცხლის გახსნაში არიან ეჭვმიტანილები.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრis, ალი იერლიკაიას თქმით, რეიდები სტამბოლის მასშტაბით 30-ზე მეტ ადგილას ჩატარდა.

“ორივე ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ერთი მათგანი ტაჯიკეთიდანაა, მეორე კი რუსია. ჩვენ შეფასებით, ისინი “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულები არიან,” – განაცხადა მინისტრმა.

თავდასხმა სტამბოლში გუშინ, კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს მოხდა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები