,,უკრაინა თუ დამარცხდება, ჩინეთი, შესაძლოა, მალევე შეიჭრას ტაივანში”- მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, თუ უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდება, ჩინეთი, შესაძლოა, მალევე ტაივანში შეიჭრას. ამის შესახებ მორავეცკიმ აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,ღმერთმა არ ქნას, თუ უკრაინა დამარცხდება, თუ უკრაინას დაიპყრობენ, მეორე დღეს ჩინეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ტაივანს. ვხედავ ძალიან ბევრ კავშირს, ძალიან ბევრ ურთიერთდამოკიდებულებას უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და ტაივანის სიტუაციას შორის” – განაცხადა მორავეცკიმ.

მეტი...

წყალტუბოში გაქურდეს მაღაზია, რომელიც არ ფუნქციონირებდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაქურდეს მაღაზია, რომელიც არ ფუნქციონირებდა. შემთხვევა გუშინ, სოფელ ოფშკვითში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია თამბაქო და ალკოჰოლი.     წყარო: ფორმულა.

მეტი...

,,წადი გაიარე…სუს-ში მყავს მთელი ოჯახი”- სუპერმარკეტში კაცი შევარდა კონსულტანტს თავს დაესხა

თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხმარებელი შევარდა და კონსულტანტს თავს დაესხა. ახალგაზრდა კაცმა კონსულტანტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრები შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვიდეოში ისმის გინებაც და ასახული თავდასხმელის მიერ ჩამტვრელი შუშები. ,,ვინ ვარ იცი შენ?… წადი გაიარე…სუს-ში მყავს მთელი ოჯახი, შე უზრდელო გოგო… წადი გაიარე… შენ, პოლიციაში რეკავ შენ? უთხარი, ის ბიჭიაო, შვიდჯერ, რომ არის ნასამართლევი…” – ამბობს თავმსხმელი.

მეტი...

,,ჩვენი მოქმედებები იქნება ძლიერი, ბიჭებს ვამზადებთ, ველოდებით პარტნიორების მიერ შეპირებულ იარაღს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენი მოქმედებები იქნება ძლიერი. ბიჭებს ვამზადებთ. ველოდებით პარტნიორების მიერ შეპირებულ იარაღს და მაქსიმალურად ვუახლოვდებით გამარჯვებას“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო კაბინეტი ჩაატარეს, სადაც ფრონტის ხაზის მართვასა .და უკრაინის აქტიური მოქმედებები განიხილეს ,,ჩვენი ქმედებები იქნება ძლიერი. ვამზადებთ ბიჭებს. და ჩვენ ძალიან მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორების მიერ დაპირებული იარაღის მიწოდებას. ჩვენ გამარჯვებას მაქსიმალურად ვაახლოებთ. და ჩვენ მაქსიმალურად ვუზრუნველვყოფთ ერთიანობის სულისკვეთებას. ეფექტურობა – მაქსიმუმამდე. მომზადება – ასევე მაქსიმალურად”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...