,,უკრაინა თუ დამარცხდება, ჩინეთი, შესაძლოა, მალევე შეიჭრას ტაივანში”- მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, თუ უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდება, ჩინეთი, შესაძლოა, მალევე ტაივანში შეიჭრას. ამის შესახებ მორავეცკიმ აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ღმერთმა არ ქნას, თუ უკრაინა დამარცხდება, თუ უკრაინას დაიპყრობენ, მეორე დღეს ჩინეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ტაივანს. ვხედავ ძალიან ბევრ კავშირს, ძალიან ბევრ ურთიერთდამოკიდებულებას უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და ტაივანის სიტუაციას შორის” – განაცხადა მორავეცკიმ.

მსგავსი თემები