,,საქართველო უნდა მიუერთდეს იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის, მათ შორის, ლუკაშენკოს წინააღმდეგ”- ხატია დეკანოიძე

,,ყველამ კარგად გაიგო, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა არ მუშაობს და უკუშედეგს იძლევა, საქართველო უნდა მიუერთდეს იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის, მათ შორის, ლუკაშენკოს წინააღმდეგ”- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ,,ვიზიტს”. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მკაცრი და მკვეთრი პოლიტიკა ჰქონოდა უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის მიმართ. ,,ჩვენი ფრაქციის, პარტიის და მოქალაქეთა დიდი ნაწილის სახელით მინდა გამოვეხმაურო ბელარუსი დიქტატორის ჩასვლას აფხაზეთში, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და იქ დიქტატორის ჩასვლა და ე.წ. მოლაპარაკებების გამართვა არის ყველა საერთაშორისო პრინციპის დარღვევა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული…

მეტი...

,,არ გვაღელვებს საქართველოს რეაქცია“- ინალ არძინბა ლუკაშენკოს ,,ვიზიტზე”

,,არ გვაღელვებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს, რეაქცია“,- ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში “ვიზიტთან” დაკავშირებით. “ჩვენ ბელარუსს განვიხილავთ, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ჩვენ არ გვაღელვებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს, რეაქცია“, – აღნიშნა არძინბამ. მისი თქმით, აფხაზეთი “დამოუკიდებელი სახელმწიფოა” და  ბელარუსს განიხილავენ „ქვეყნის შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად“.

მეტი...

,,უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რეფორმები”- ხავიერ კოლომინა

,,უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოემზადოთ და მოახდინოთ რეფორმების განხორციელება,- ამის შესახებ, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებული შესაძლებლობის გამოყენება უნდა შეძლოს. ,,ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა აპრილის შეთანხმება. უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოემზადოთ და მოახდინოთ რეფორმების განხორციელება, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. არ ვიცით რა მოხდება, თუ არ მოემზადებით და ვერ დაეწევით ამ მატარებელს. შესაძლებლობები ახლაა და თქვენ უნდა მიიღოთ სარგებელი”, – აღნიშნა…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელს ხვალ მოაწერს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ხვალ 15:00 საათზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერს ხელს. ამასთან, მოგვიანებით იგეგმება ფედერალური კრებისადმი რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა. ცნობისთვის, უკრაინის ოკუპირებულ 4 რეგიონში, დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაწილში “რუსეთთან შეერთების” ფსევდორეფერენდუმები რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა. კრემლი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი “რუსეთთან შეერთებას” დაუჭირა.

მეტი...

,,ნიკა მელიას ბედზე ნიანგის ცრემლებით საუბარს არ დავიწყებ, რადგან მას სჭირს, რაც დაიმსახურა”- თეა წულუკიანი

,,ფაქტია, რომ სახეზეა ქართულ პოლიტიკურ ველზე დამარცხებული და ბოლომდე გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია. ეს ქვეყნისთვის და მისი პოლიტიკური განვითარებისთვის კარგი არ არის,” – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია თითქმის აღარ არსებობს, რაც ქვეყნისთვის დიდი პოლიტიკური პრობლემაა. „თქვენის ნებართვით, ნიკა მელიას ბედზე ნიანგის ცრემლებით საუბარს არ დავიწყებ, რადგან მას სჭირს, რაც დაიმსახურა, ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, ამიტომაც ეს ყველაფერი არის იმ კატასტროფის პირას, რომელსაც ყველა ერთად, ზოგი მხიარულად, ზოგი დამწუხრებით უყურებს, რა სჭირს ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. რეალურად, ოპოზიცია თითქმის აღარ არსებობს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური…

მეტი...

რუსეთი ბელარუსში 20 000 მობილიზებულის გაგზავნას აპირებს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი ბელარუსში 20 000 მობილიზებული სამხედროს გაგზავნას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, პერსონალის გაზრდის შემდეგ, რუსები გამოიყენებენ სამხედრო ტექნიკას ბელარუსის საწყობებიდან. ,,ისინი გეგმავენ გამოიყენონ სამხედრო და სამოქალაქო შენობები რუსი სამხედროების განსათავსებლად. ასევე მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების საწყობები, ანგარები და ფართები” – განაცხადა მალიარმა. ამასთან,  რუსეთი გეგმავს სამხედრო ტრანსპორტისთვის სამოქალაქო სატვირთო მანქანების მობილიზებას.

მეტი...

,,მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში არის დაუშვებელი, ჩვენი სახელმწიფო ამას შეუმჩნევლად ვერ გაატარებს”- თეა წულუკიანი

,,მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც საქართველოა, არის დაუშვებელი, ჩვენი სახელმწიფო ასეთ ვიზიტს შეუმჩნევლად ვერ გაატარებს”,– ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, სახელმწიფო ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ვერ შეიწყნარებს. „მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც საქართველოა, არის დაუშვებელი. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო ასეთ ვიზიტს ვერ შეიწყნარებს, ვერც შეუმჩნევლად  გაატარებს. ვინც არის საგარეო ურთიერთობების პასუხისმგებელი, აკეთებს ყველაფერს, იქნებიან ესენი, ქვეყნის გარეთ მყოფი დიპლომატები თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი მთავრობა და შესაბამისი უწყებები. ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ გამოირკვეს ეს არის ერთჯერადი, დაუშვებელი და დასაგმობი ვიზიტი, თუ სხვა…

მეტი...

,,სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა”- ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირებისთვის საზღვრების დაკეტვის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ვოლოდინის განცხადებით, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა შესაბამისი ნებართვის გარეშე. „ყურადღებას გავამახვილებ, რომ „რუსეთის ფედერაციაში სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ“ ფედერალური კანონის თანახმად, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა სამხედრო კომისარიატების ნებართვის გარეშე. კანონის ასეთი ნორმა არსებობს და ამით უნდა იხელმძღვანელოს სამხედრო სამსახურს ყველა დაქვემდებარებულმა პირმა“, -წერს ვოლოდინი.  

მეტი...

„ჩვენს ტერიტორიას სამხედრო გზით გავათავისუფლებთ”- მიხაილო პოდოლიაკი

„ჩვენს ტერიტორიას სამხედრო გზით გავათავისუფლებთ. ჩვენი ქმედებები დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რას ფიქრობს ან სურს რუსეთს, არამედ სამხედრო პოტენციალზე, რომელიც უკრაინას გააჩნია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცადა. მისი თქმით, რუსეთი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს  დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას. ,,უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაიბრუნოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორია, მიუხედავად იქ ჩატარებული ფსევდორეფერენდუმებისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მუქარისა, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს,”- აღნიშნა პოდოლიაკმა. პოდოლიაკის განცხადებით,  ევროპაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება. „წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი იგრძნობს, რომ აქვს უფლება დააშანტაჟოს…

მეტი...

,,რუსეთის მიერ მობილიზებული პირები ფრონტის ხაზზე არიან”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის მიერ მობილიზებული პირები ფრონტის ხაზზე არიან. არესტოვიჩის თქმით, მობილიზაციის ფარგლებში საბრძოლო მოქმედებებში, დამატებით 90 000 რუსი ჯარისკაცი ჩაერთვება. „მობილიზებულების ძირითადი მასა ფრონტის ხაზზე ორ კვირაში ჩააღწევს“, – აღნიშნა არესტოვიჩმა. მისივე ინფორმაციით, მობილიზაციის შემდეგ გაწვეული ჯარისკაცები ლუგანსკის და ხარკოვის ოლქში გააგზავნეს, სადა აუცილებელია „დანაკლისის აღმოფხვრა“.

მეტი...

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს. არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა სავარაუდოდ 30 სექტემბრიდან ამოქმედდება. ადგილობრივი მედიის ცნობით,  რუსეთიდან ფინეთში ან ფინეთის გავლით სხვა ქვეყნებში ტურისტული ვიზებით მოგზაურობა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელი იქნება. თუმცა ძალაში რჩება 10 პუნქტიანი სია, რომლის საფუძველზეც ფინეთში ტურისტული ვიზით ჩასვლა იქნება შესაძლებელი. მაგალითად, ოჯახის ან ნათესავების მონახულება, ფინეთის კოლეჯის მისაღები გამოცდების ჩაბარება, ასევე, ფინანსური ან სამსახურთან დაკავშირებული მიზეზებით.

მეტი...

„ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან ახლოს რუსული სამხედრო გემები დააფიქსირეს

ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა Nord Stream-ის მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილის მახლობლად, ორშაბათს და სამშაბათს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიებთან ახლოს გასულ კვირას რუსული წყალქვეშა ნავებიც დააფიქსირეს. ამასთან, ერთ-ერთი დანიელი სამხედრო მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ აღნიშნულ რეგიონში და შესაძლოა გემების დაფიქსირება სულაც არ მიუთითებდეს იმას, რომ მილსადენი რუსულმა მხარემ დააზიანა.  

მეტი...

,,მტერმაც და მოყვარემაც მინდა იცოდეს, რომ არ გამაჩნია არანაირი პირადი ან პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში”- კეზერაშვილი

,,ოპოზიციურ სპექტრში არეულობის შეტანა, დამატებითი დაძაბულობის კერების გაჩენა, გამოგონილი მტრების წინააღმდეგ ბრძოლა უპასუხისმგებლობაა და ჩვენს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ეს გააძლიერებს ივანიშვილს, რუსულ გავლენებს და გაახანგრძლივებს სახელმწიფოს მიტაცების პროცესს,”- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს. კეზერაშვილის თქმით,  მას არ გააჩნია არანაირი პირადი ან პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში. „დღეს მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლისკენ. ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებას, მათ შორის საქართველოს თავისუფლებას იცავენ. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მათ. დღეს ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია,…

მეტი...

მობილიზაციას გაქცეული რუსების რაოდენობა, სავარაუდოდ, აღემატება თებერვალში მობილიზებულ ძალებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის მიერ “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადებიდან 7 დღის  შემდეგ რუსები მასიურად ტოვებენ ქვეყანას. დაზვერვის ცნობით, ზუსტი რიცხვები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, რუსეთიდან წასულების რაოდენობა აღემატება 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ განლაგებული მთლიანი შეჭრის ძალის ზომას. ამასთან, დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ ქვეყანას უფრო მეტად განათლებული და და ეკონომიკურად შეძლებული მოსახლეობა ტოვებს. უწყება ვარაუდობს, რომ რეზერვისტებთან ერთად, რომლებიც მობილიზებულები არიან, “ტვინების გადინების” დაჩქრებას შიდა ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

მეტი...

,,ათი წელია, ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ხალხს ატყუებს, თითქოს შეძლო ურთიერთობების დარეგულირება რუსეთთან”- სამადაშვილი

,,ბელარუსს უკვე უნდა ჰქონდეს მიღებული დიპლომატიური ნოტა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება მოსთხოვს, დაადასტურონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობის პრინციპის პატივისცემა,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პუტინი ემზადება იმისთვის, რომ ბელორუსთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თანამონაწილეობით და იმ მიწების მითვისებით, რასაც უკრაინას ”წაგლიჯავს”, შექმნას ახალი გაერთიანება. „ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს გაგზავნილი მოთხოვნები შესაბამისად გარო-ში, ეუთო-ში, ევროკავშირში, რომ დაბარებული იყოს ბელარუსის ელჩი და ამ ორგანიზაციებში ელჩები უნდა იყვნენ გაფრთხილებული. მათი მხრიდან აღიარების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები გამოიწვევს სანქციების რეჟიმის ისეთ გამკაცრებას, რომ გამოუსწორებელი დარტყმა მიადგება ბელარუსის ეკონომიკას. ვითარება აქამდე იმიტომ მივიდა,…

მეტი...

,,ბელარუსი რუსეთთან ერთად გამოხატავს უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ”- ლიეტუვის ელჩი

საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ეხმიანება. მისი თქმით, ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ”ვიზიტი” კიდევ ერთი მტკიცეულებაა, რომ ბელარუსი რუსეთთან ერთად  გამოხატავს უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა ლუკაშენკოს მიერ კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ბელარუსი რუსეთთან ერთად ერთიანი ძალისხმევით გამოხატავს უპატივცემულობას გაერო-ს ქარტიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ეს ვიზიტი დაიგმო მრავალი მხარის მიერ საქართველოში, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში. ლიეტუვა არ აღიარებს ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ჩვენი აზრით, ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი და შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს“, –…

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 58 580 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 58 580 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 58 580; ​ტანკი – 2 325; ჯავშანტექნიკა – ​4 909; საარტილერიო სისტემა – 1 385; სარაკეტო სისტემა – 331; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 175; თვითმფრინავები – 262; ვერტმფრენი – 224; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 995; საკრუიზო რაკეტები – 246; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 751; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 131.

მეტი...

,,ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი შეხსენებაა, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ეხმიანება. მისი თქმით, ლუკაშენკოს ვიზიტი შეხსენებაა, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ,,ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც არ აღიარებს ევროკავშირი. მისი ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს. მაგრამ შეხსენებაა ყველას რუსეთის-დამშოშმინებლისთვის საქართველოში, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ლუკაშენკო პუტინით დასრულდება!,”- წერს ვიოლა ფონ კრამონი. შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

მეტი...

PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ – ახალ კამპანიას იწყებს

,,PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი“ – ასე ეწოდება კონცეფციას, რომელსაც დღეიდან PSP ინტეგრირებული კამპანიის სახით სთავაზობს მომხმარებელს. PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 1994 წლიდან მომხმარებელზე ზუნვაა, რასაც წლების განმავლობაში არაერთი კამპანია მიუძღვნა. ამჯერად, ბრენდი საზღვრებს აფართოებს და ჯანმრთელობაზე ზრუნვის სივრცედ პოზიციონირდება. ზრუნვა კი, ყველაზე კარგად მაშინ გამოიხატება, როცა მას პრევენციული ხასიათი აქვს – ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის გამხსნელ კამპანიას ბრენდი სწორედ ამ მიგნებაზე აგებს. კამპანია იწყება ყოველკვირეული ვიდეო-რუბრიკით, რომელშიც ცნობილი ექიმები ისაუბრებენ ამინდისა და სხვა გარემო ფაქტორების გავლენაზე ჩვენს ჯანმრთელობაზე. რუბრიკის ფარგლებში, ექიმები კვირის კლიმატური პროგნოზისა და გარემო პირობების შესაბამის ჯანმრთელობაზე ზრუნვის რჩევებს გაუზიარებენ საზოგადოებას.…

მეტი...

„დიდი ბოდიში ძმებო, მაგრამ უკრაინაში არ დაგინახოთ“ – გია გეწაძე

საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ამჯერად უკრაინაში მოღვაწე გია გეწაძე სოციალურ ქსელში უცენზურო სიტყვების შემცველ განცხადებას ავრცელებს. „მეგობრებო, აქ ომია უკრაინაში, ისე, რომ იცოდეთ ყოველი შემთხვევისთვის. როცა ომია და ოკუპანტი გკლავს და ამ დროს მთავარი ოპოზიციური პარტია ითხოვს 1 000 ლარს ბიძინას ბიუჯეტში იმ ხალხისთვის, ვინც ჩვენ გვკლავს, დიდი ბოდიში ძმებო, მაგრამ თქვენ შ… ხო არ გაქვთ? უკრაინაში არ დაგინახოთ ბ…ო თქვენა!“, – წერს  გია გეწაძე.  

მეტი...

პუტინი და ერდოღანი ე.წ. რეფერენდუმს განიხილავენ

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის რუსეთის პრეზიდენტთან არაერთ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას გეგმავს. ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმი იქნება. განხილვა დღეს არის ჩანიშნული. „იმედი მაქვს, ბატონ პუტინთან განვიხილავ უკრაინის კრიზისის მოგვარების პრობლემას. პესიმისტურად განწყობილი არ ვარ, თუმცა,   გულუბრყვილობა იქნება, რომ  დადებითი შედეგის დაუყოვნებლივი მოლოდინი არსებობდეს. ერთ-ერთი თემა უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში „რეფერენდუმი“ იქნება. უკრაინის ოთხ რეგიონში რეფერენდუმი პრობლემებს ქმნის. ვისურვებდი, რომ ასეთი რეფერენდუმი არ ჩატარებულიყო“, – აღნიშნა ერდოღანმა თურქულ არხთან ინტერვიუში.

მეტი...

„ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ“ – ფედერაციის პრეზიდენტი

თეა წულუკიანის განცხადებას, რომ  კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა მისკენ დასარტყმელად გაიწია, ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური პასუხობს და აცხადებს, რომ ის მინისტრის შურისძიების ობიექტია. „მოვისმინე ქალბატონი თეა წულუკიანის დაუჯერებელი ბრალდება ჩემს მიმართ. კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო. კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ, სამინისტროში რომ დაგვიბარეს, ჩვენ ყველას გვეგონა, რომ უნდოდათ ეს გამარჯვება მოელოცათ, სინამდვილეში კი რასაც ჰქვია გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან. მეტიც, არც მსურს გავიმეორო რა სიტყვები გვაკადრა და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე, რომ ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ, რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს, შემდეგ სულ გაგვინულეს. ჩემს მოსაშორებლად…

მეტი...

ცნობილი ამერიკელი რეპერი გარდაცვლილი იპოვეს

ცნობილი რეპერი Coolio გარდაიცვალა. ის 59 წლის იყო. რეპერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის აბაზანაში იმყოფებოდა. მედიკოსების პირველადი მონაცემებით, მას გული გაუჩერდა.

მეტი...

თეა წულუკიანის განცხადებით, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა მისკენ დასარტყმელად გაიწია

კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანი, ვინც მასზე დასარტყმელად გაიწია, კრივის ფედერაციის პრეზიდენტია. როგორც მინისტრი განმარტავს, მიუხედავად ამ ფაქტისა, ფედერაციისთვის მას დახმარება არ შეუწყვეტია. „კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისაგან რომ იყო ჩემდამი რამე წინააღმდეგობა, ეს არის სიცრუეა. ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ და სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ახალგაზრდა მოკრივეები დავაფინანსეთ, ოღონდ ფედერაციის გვერდის ავლით. ქართულ კრივს,…

მეტი...

კამალა ჰარისი კორეაში იმყოფება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი  სამხრეთ კორეაში ჩავიდა. კამალა ჰარისი დემილიტარიზებულ ზონასაც მოინახულებს, რომელიც კორეის ნახევარკუნძულს ორ ნაწილად ყოფს. „როიტერის“  ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსანი გმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებულ სარაკეტო გამოცდას. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს, რომლის ფარგლებშიც განიხილავს აშშ-სამხრეთ კორეა-იაპონიის სამმხრივ ურთიერთობასა და ჩინეთის ქმედებებს ტაივანის სრუტეში.

მეტი...

„რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები“ – აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს და რუსეთს მოუწოდებს ჯარები გაიყვანოს. „ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისთვის. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და შეცვალოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.  

მეტი...

„ლუკაშენკო წარმოადგენს პუტინს“ – ბელორუსი ოპოზიციონერი

ბელორუსის პრეზიდენტის – ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ბელარუსის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სვეტლანა ციხანოვსკაიას ეხმიანება და ფაქტს აღმაშფოთებელს და მიუღებელს უწოდებს. „ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვცდილობთ უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აცხადებს ბელორუსელი პოლიტიკოსი სვეტლანა ციხანოვსკაია.  

მეტი...

„თუ გინდათ იცოცხლოთ, დანებდით“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში საუბრობს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ოკუპაციას და ჩაგვრას არ შეეგუოს. მისივე განცხადებით, უკრაინული მიწის დათმობა ვერავისთვის მოხდება. „მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო აშშ-ს და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტისთვის ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობით. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. რუსეთში ვინმე თუ თვლის, რომ შეუძლია „გაათავისუფლოს“ ყველაფერი, რასაც აკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთში ვინმეს თუ იმედი აქვს, რომ მსოფლიო უღალატებს საკუთარ ღირებულებებს, ისინი ცდებიან. ოკუპანტის მხრიდან ესკალაციის ყოველი შემდგომი ნაბიჯი მხოლოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ…

მეტი...

„გინდათ იცოცხლოთ? – გაიქეცით“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც პუტინის რეჟიმი უკრაინაში საომრად აგზავნის. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, თუ მათ სოცოცხლე უნდათ, თავს უნდა უშველონ. „გინდათ იცოცხლოთ – გაიქეცით. გინდათ იცოცხლოთ – ტყვედ ჩაბარდით. გინდათ იცოცხლოთ – იბრძოლეთ თქვენს ქუჩებში თქვენი თავისუფლებისთვის. თქვენ ისედაც ყველაფერი წაგართვეს. თუ რომელიმე თქვენგანს ნავთობის ჭაბურღილები აქვს, ან სასახლეები, ან ვენახები, იქნებ იახტები გაქვთ ან რომელიმე ბანკი? საერთოდ რისთვის იბრძვით? თქვენ მხოლოდ კრედიტები გაქვთ, საღამოს რამე სახეთქი და ახლა – მობილიზაცია. თქვენთვის იბრძოლეთ. ნუ ძვრებით ჩვენს მიწაზე, ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში”, – ასე მიმართავს პრეზიდენტი ზელენსკი…

მეტი...

„ძალიან მიხარია, რომ გავაჭიანურე და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ელჩის დანიშვნისთვის“ – სალომე ზურაბიშვილი

  საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბელორუსში ახალი ელჩის დანიშვნისთვის მას, ამ დრომდე ხელი არ მოუწერია. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ეს ძალიან კარგია, რადგანაც, რაც გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში მოხდა, მიუღებელი და შემაშფოთებელია. „ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს. ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით ცდილობს, რაღაცნაირად, ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი…

მეტი...

ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთიდან  ავტომობილებით შესვლა შეიზღუდა. რეგიონის მეთაურმა სერგეი მენიაილომ რეგიონში გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადა. „ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომობილით შესვლის შეზღუდვა არ შეეხება მათ, ვინც რეგიონის ტერიტორიაზე მყოფ სანატორიუმებში, პანსიონატებსა და ტურისტულ ბაზებზე მიემართება და შესაბამისი საბუთები გააჩნია. მუნიციპალურ ადმინისტრაციებს გაეცათ რეკომენდაცია საგანგებო სიტუაციების პრევენციისთვის ოპერატიული შტაბების შესაქმნელად. საქართველოსთან საზღვარზე რეკომენდებულია ადამიანების “სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის” უზრუნველყოფა“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მეტი...

„სამარცხვინო ნაბიჯი“ – გიორგი კვირიკაშვილი

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმიანება. როგორ კვირიკაშვილი აცხადებს, ეს არის „სამარცხვინო ნაბიჯი“. “ბელარუსის მარგინალიზებული “ლიდერის”, ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი – იმოქმედოს როგორც რუსეთის სახელმწიფოს კიდევ უფრო მარგინალიზებული ჩაძირული მეთაურის, პუტინის მარიონეტმა. ვერავინ შეცვლის ქართველებისა და აფხაზების ბედს მშვიდობიანად იცხოვრონ ერთიან საქართველოში – იმედია უფრო ადრე, ვიდრე გვიან”, – წერს კვირიკაშვილი.  

მეტი...

„ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს. „მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს“, – წერს პრემიერ-მინისტრი. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას შეხვდა.  

მეტი...

„ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა“ – ბჟანია-ლუკაშენკოს ჩახუტება

ორივე მხარე – ბელორუსიც და აფხაზეთიც, მათი „პრეზიდენტების“ მეთაურობით, კმაყოფილია, რომ ე.წ. ისტორიული შეხვედრა შედგა. მხარეები ერთმანეთს ძმობას, მეგობრობასა და სიყვარულს უმტკიცებენ და იფიცებიან, რომ მათი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავა. ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. „ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენი ურთიერთობები ახლანდელ ეტაპზე ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა, ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.…

მეტი...

,,გადავწყვიტეთ კრემლს საფასური გადავახდევინოთ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

​ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა. ლაიენის თქმით, აღნიშნული სანქციები შეზღუდავს რუსული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე მოხვედრას და რუსეთს დამატებით 7 მილიარდი ევროს შემოსავალს წაართმევს. ,,გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ახალ დონეზე გადაიყვანა. ყალბი რეფერენდუმი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა ორგანიზებული, არის მიწის დატაცების ან საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლის უკანონო მცდელობაა. მობილიზაცია და პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, არის შემდგომი ნაბიჯები ესკალაციის გზაზე. ჩვენ არ ვაღიარებთ ყალბ რეფერენდუმს და უკრაინის ტერიტორიების რაიმე სახის ანექსიას. გადავწყვიტეთ კრემლს საფასური გადავახდევინოთ შემდგომი ესკალაციისთვის”,- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მეტი...

20 ათასი ლარი მოსკოვი – თბილისის რეისზე – რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დასატოვებლად კოლოსალური თანხის გადახდა უწევთ

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის დატოვების მსურველების რიცხვი დღითიდღე იზრდება. რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ, ბილეთებში კოლოსალური თანხის გადახდა უწევთ. სომხეთის ავიახაზებზე მოსკოვი – თბილისის რეისის ავიაბილეთი ფასი 6 100 ევროს, ანუ დაახლოებით 20 ათას ლარს შეადგენს.  ქართული ავიაკომპანია  ,,აირზენა” კი, ერევნის გავლით მოსკოვი -თბილისის ბილეთს ცხრა ათას ლარად ყიდის. მაღალი ფასის მიუხედავად, ბილეთების ყიდვა თითქმის შეუძლებელია.

მეტი...