„ხელისუფლება მოტივირებულია, ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შეასრულოს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მადლობას ვუხდი ოლაფ შოლცს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოუცხადა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი, მოტივირებულია, რომ ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული თორმეტივე რეკომენდაცია ზედმიწევნით, სრულყოფილად იყოს შესრულებული მთავრობის მხრიდან. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპის მომსწრენი ვართ, ვინაიდან სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რომელზეც რამდენიმე თვის წინ უბრალოდ ვერც ვიოცნებებდით, ვინაიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი. მე აქვე მინდა…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი ხულოელი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 132-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: დაბა ხულო; აღმაშენებლის ქ. N 2; ძველი საავადმყოფოს შენობა; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და…

მეტი...

„რუსეთმა უკრაინიდან თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტთან მის საუბარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ესაუბრონ ერთმანეთს. შოლცის თქმით, რუსეთმა უკრაინიდან თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს და რეგიონში მშვიდობას უნდა მიეცეს შანსი. „რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს რაც შეეხება, ვერ გეტყვით, რომ იქ რაღაც შეიცვალა, ან შეგნება გაიზარდა იმისა, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო და მე ვერ შევამჩნიე, რომ ახალი პოზიციები გაჩნდა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ლაპარაკი და ის, რომ მე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთი უნდა წავიდეს უკრაინიდან, უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რათა მშვიდობას რეგიონში მიეცეს შანსი. ყოველდღე,…

მეტი...

„ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის განცხადებით, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, უნდა ივაჭროს ერთმანეთთან, მაგრამ გერმანია დივერსიფიკაციის მომხრეა. „ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში და ამისათვის ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას ევროპაში, რომელიც ურთიერთგაცვლას და იმპორტს შესაძლებელს გახდის. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებებს გაზის მოწოდების შესახებ. ეს არის რაც ჩვენ ვისწავლეთ აქედან და ეს მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვიღებთ. ჩვენ გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან. ნიდერლანდების, ბელგიისა და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი. შტადში და სხვა ჩრდილოეთ გერმანულ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის…

მეტი...

„ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად“ – ოლაფ შოლცი

„სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად და ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს“ – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცის თქმით, აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები ჰქონდეს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროკავშირს და ამისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას ავითარებენ. „ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. ეს მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ გვაქვს იმედები. ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვქონდა,…

მეტი...

საქართველოს ჩვენგან ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები განხორციელდეს“ – გერმანიის კანცლერი

ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის , რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის, – , ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნეს განხორციელებული. „პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის , რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, კანდიდატი ქვეყნების საქმეა შეასრულონ ეს კრიტერიუმები, მაგრამ საქართველოს ჩვენგან ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის,…

მეტი...

ევროკავშირის საბჭოში შევთანხმდით, რომ საქართველოს მივცეთ ევროკავშირის პერსპექტივა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მართალია, საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო, თუმცა, საერთო მიზანს სჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის ძალისხმევა. „ევროკავშირის საბჭოში შევთანხმდით, რომ საქართველოს მივცეთ ევროკავშირის პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციები ამ გზაზე მნიშვნელოვანია. ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალის“, – განაცხადა კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე. ოლაფ შოლცმა უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანია ეხმარება და დაეხმარება უკრაინას. „გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული მიმართულებით. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია. ასევე გამოაცხადა რომ ხელს შეუშლის ყველა მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის…

მეტი...

„რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას“ – ღარიბაშვილი ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია გრძელდება. პრემიერმა ისაუბრა უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. „ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ ვითარებაში, რთული დრო გვაქვს დღეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში, ვინაიდან, რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოსცადა ასეთი ომი 2008 წელს და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, 20%…

მეტი...

„ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც საკუთარ სახლს, კარი ფართოდ უნდა იყოს გახსნილი“ – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი ქართულ მხარეს მოუწოდებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რეკომენდაციების შესრულებს მისდიოს. როგორც რობერტა მეცოლა აცხადებს, ყველას, ვინც ევროპას განიხილავს როგორც საკუთარ ოჯახს, შესაძლებლობა უნდა მიეცეს. „გზა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული, მისასალმებელია. ევროპარლამენტი ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო და არის თქვენი ქვეყნის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ვაგრძელებ საუბარს თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმაში დასარწმუნებლად, რომ რეკომენდაციებს მისდიოთ. ვფიქრობ, ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც საკუთარ სახლს, კარი ფართოდ უნდა იყოს გახსნილი. ასეთია ჩემი პოზიცია თქვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც“, – აცხადებს  რობერტა მეცოლა.  

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბერლინში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა. შეხვედრაზე  ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა  გერმანიისა და პირადად პრეზიდენტ შტაინმაიერის გამორჩეული პოლიტიკური მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღინიშნა, რომ საქართველო და გერმანია საიმედო და ღირებული პარტნიორები არიან ერთმანეთისთვის, რაც მრავალწლიან კავშირებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას, რისი ნათელი დასტურიცაა გერმანული კომპანიების საქმიანობა საქართველოში. ასევე,  ისაუბრეს იმ ერთობლივ ნაბიჯებსა და გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს გერმანული ბიზნესის მეტად დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით.

მეტი...

რუსული ბანკებიდან საქართველოში 1.6 მილიარდი ლარის ტრანზაქცია განხორციელდა

რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებებისა და რუსეთის დასანქცირების შემდეგ, საქართველოში ბანკებში დეპოზიტი 34 000-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოიტანა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, რუსული ბანკებიდან, მხოლოდ ერთ თვეში, ივლისში, საქართველოს ბანკებში 1.6 მილიარდი ლარი შევიდა. რაც შეეხება გამავალ ტრანზაქციას, მისი მოცულობა 346 მილიონი ლარია. საქართველოში, საბანკო ანგარიში 39 000-მა რუსეთის მოქალაქემ გახსნა

მეტი...

საქართველოში, საბანკო ანგარიში 39 000-მა რუსეთის მოქალაქემ გახსნა

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისა და რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების ფონზე, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინება მზარდია. ვინც ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანად რჩება, საბანკო ანგარიშიც გადმოაქვს. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე, ქართულ ბანკებში ანგარიში 39 000-მა რუსეთის მოქალაქემ გახსნა. ყველაზე მზარდი მაჩვენებელი კი აპრილ-მაისში დაფიქსირდა. რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საბანკო ანგარიშის გახსნის მაჩვენებელი თვეების მიხედვით კი შემდეგია: · 24.02.2022 – 24.03.2022 – 7,875 მოქალაქე; • 24.03.2022 – 01.05.2022 – 10,078 მოქალაქე; • 01.05.2022 – 31.05.2022 – 6,647 მოქალაქე; • 01.06.2022 – 30.06.2023 – 7,374 მოქალაქე; • 01.07.2022 – 31.07.2022 – 6,985 მოქალაქე. სტატისტიკას საქართველოს ეროვნული ბანკი დეპუტატის მოთხოვნის…

მეტი...

,,არცერთ შემთხვევაში საქართველო ომში არ ჩაერთვება”- მამუკა მდინარაძე

,,შემაშფოთებელია მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორისგან პირდაპირი მოწოდება საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძემ ,,ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ არცერთ შემთხვევაში საქართველო  არ ჩაერთვება. „შემიძლია მათი პათოსისგან დამოუკიდებლად გითხრათ, რომ მართლაც შემაშფოთებელია მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორისგან პირდაპირი მოწოდება საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. შეიძლება ვიღაცას მიაჩნდეს და ამაში ობიექტურობის ნიშანიც იყოს, რომ უკრაინას შეიძლება დაეხმაროს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ საქართველოს რა დაემართება ამ შემთხვევაში, ამაზე ეს ხალხი არ ფიქრობს. გარეთ რომ არ ფიქრობენ ვიღაცები, მათ შორის ის ადამიანი, ვინც…

მეტი...

,,აზერბაიჯანმა მოახდინა აგრესია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ”- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციას, სომხეთის მხრიდან 105 ადამიანი ემსხვერპლა. „ქედს ვიხრი ჩვენი მოწამეების წინაშე… აზერბაიჯანმა მოახდინა აგრესია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ მან დაამყარა კონტროლი ზოგიერთ ტერიტორიებზე”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მეტი...

,,გიორგი ვაშაძე გავიდა საერთოდ მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება”- მამუკა მდინარაძე

,,გიორგი ვაშაძე გავიდა საერთოდ მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება პირდაპირ გეუბნებით,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი პირად შეურაცხყოფაზეა გადასული. ,,გიორგი ვაშაძე გავიდა საერთოდ მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება პირდაპირ გეუბნებით იქიდან გამომდინარე, რომ პირად შეურაცხყოფაზეა გადასული, მაგალითად, რაც იკადრა მაგან დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით პირადად, არაფერში არ ჯდება. არც ეთიკაში, არც ზრდილობაში და არაფერში საერთოდ მას შეუძლია გააკრიტიკოს ნებისმიერი ჩვენგანი ოღონდ პირადი შეურაცხყოფა რაში სჭირდება ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ რადიკალიზმის ხარისხს ამძაფრებს ალბათ თავისი ჭკუით,” – განაცხადა…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

,,ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში სამი კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. საქართველოს პარლამენტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ, კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის თავმჯდომარედ, ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე წარედგინება. „დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციის წარმომადგენლებისგან კანდიდატურები, ამიტომ გთავაზობთ გუნდის გადაწყვეტილებას. ჩემი ხელმოწერით საქართველოს პარლამენტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე.…

მეტი...

,,ჩვენ გავითვალისწინებთ თბილისისა და ნატოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფუნდამენტურ მომენტებს ყველაზე  სერიოზულად“- დენის გონჩარი

„საქართველოს „არსებითი დახმარების“ მხარდამჭერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ გავითვალისწინებთ თბილისისა და ნატოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფუნდამენტურ მომენტებს ყველაზე  სერიოზულად“,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსულ მედიას განუცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ხედავს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმდინარე კურსს და მის თანმხლებ აქტივობას. „მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ორკვირიანი მრავალეროვნული მანევრების Noble Partner 2022 ფარგლებში, ბლოკის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადატანა ევროპიდან საქართველოში, ამჯერად სახმელეთო გზით, თურქეთის გავლით მოხდა”- განაცხადა დენის გონჩარმა. მანვე დასძინა, რომ ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ რუსეთის ინტერესებისა და მისი მოკავშირეებისთვის…

მეტი...

ავსტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაშავდა სამი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა –  ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე. შემთხვევის შედეგად, დაშავდა სამი ადამიანი, ხოლო სამი ავტომობილი დაიმტვრა. ადგილზე  მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

მეტი...

აზერბაიჯანული არტილერია სომხეთში, სასაზღვრო ზონაში, რუსული „ეფ-ეს-ბეს“ შტაბს დაესხა თავს

აზერბაიჯანულმა არტილერიამ, სომხეთში, გეღარქუნიკის რეგიონის სასაზღვრო ზონაში, რუსული FSB-ს სასაზღვრო ძალების შტაბზე დარტყმა განახორციელა. სოციალური ქსელსა და ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც განადგურებული ინფრასტრუქტურა ჩანს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით, არცერთ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა დისლოკაციის ადგილი სასწრაფოდ დატოვეს.

მეტი...

,,ნელი დოროყაშვილი არის შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანი და ყველანაირად ცდილობს ბასილაშვილს გაუნადგუროს კარიერა”- ბასილაშვილის ადვოკატი

,,ნელი დოროყაშვილი არის შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანი და ყველანაირად ცდილობს ბასილაშვილს გაუნადგუროს კარიერა. შურისძიება უნდა იმიტომ, რომ ბასილაშვილს ჰყავს სხვა რჩეული, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. ადვოკატის თქმით, დოროყაშვილს მხოლოდ საკუთარ პიარი აინტერესებს და  არ ითვალისწინებს მისი შვილის და შვილის მამის ინტერესებს. „ნიკოლოზ ბასილაშვილს მასზე არ უძალადია არც ამერიკაში, არც საქართველოში და არც არსად. ნელი დოროყაშვილი არის შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანი და ყველანაირად ცდილობს ბასილაშვილს გაუნადგუროს კარიერა. შურისძიება უნდა იმიტომ, რომ ბასილაშვილს ჰყავს სხვა რჩეული. ქალბატონმა ნელი დოროყაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა აღნიშნული სხდომები…

მეტი...

,,ჩვენი დროშა უკვე ფრიალებს დეოკუპირებულ იზიუმში – ასე იქნება უკრაინის ყველა ქალაქსა და სოფელში”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა და მონაწილეობა მიიღო უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში აცხადებს, რომ უკრაინა მხოლოდ ერთი მიმართულებით მიმართულებით მიდის ,,წინ და გამარჯვებისკენ”. მისი თქმით, უკრაინის დროშა ქვეყნის ყველა ქალაქსა და სოფელში იფრიალებს. ,,ადრე, როცა მაღლა ვიხედებოდით, ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს, როცა მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთს ვეძებთ – უკრაინის დროშას. ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს დეოკუპირებულ იზიუმში. და ეს ასე იქნება უკრაინის ყველა ქალაქში და სოფელში. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ – წინ და გამარჯვებისკენ”, – თქვა ზელენსკიმ.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებისგან გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა. აღნიშნული ინფორმაცია და ფოტოები უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა. ზელენსკიმ  მონაწილეობა მიიღო უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში. ,,დღეს, უკრაინელი მედესანტეების მიერ გათავისუფლებულ ქალაქში, საზეიმოდ აღმართეს სახელმწიფო დროშა. უკრაინა საკუთარს უბრუნებს”,- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში. პრეზიდენტის გარდა, იზიუმში იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

მეტი...

,,განცდაა იმისა, რომ აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც არავინ იცის, რა იქნება ხვალ”- ილია მეორე

,,საყოველთაოდ ცნობილია, რომ სეკულარიზაციისა და აპოსტასიის ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა და ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა,”- ამ სიტყვებით,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ  ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის მონაწილეებს მიმართა. როგორც, ილია მეორე აღნიშნავს, ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის მომავალ თაობას და უყალიბებს მათ ცრუ ორიენტირებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გულითადად მივესალმები ყველა მონაწილეს ამ ყრილობისა, რომელიც განიხილავს მეტად მნიშვნელოვან საკითხს – პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო და ტრადიციულ რელიგიათა ლიდერების როლს კაცობრიობის სულიერ და სოციალურ განვითარებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სეკულარიზაციისა და აპოსტასიის ჩვენს დროში…

მეტი...

,,ბატონო ივანიშვილო, არ დაგავიწყდეთ რეფერენდუმზე მეორე კითხვის დასმა – რომელი პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს საქართველოს წევრობას ნატოსა და ევროკავშირში“- კახა ოქრიაშვილი

,,ბატონო ივანიშვილო, არ დაგავიწყდეთ რეფერენდუმზე მეორე კითხვის დასმა – რომელი პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს საქართველოს წევრობას ნატოსა და ევროკავშირში,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ხელმძღვანელის კახა ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. დეპუტატი აცხადებს, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხი წინასწარ ცნობილია და მოსახლეობის 85 % მხარს ახალ კოალიციურ მთავრობას უჭერს. ,,ივანიშვილის მიერ კობახიძის გამოგორების სიხშირის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი ივანიშვილი ძალიან ნერვიულობს. მან მორიგ ჯერზე გამოაგორა კობახიძე – რეფერენდუმი ჩავატაროთ, უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ომიო. ასეთი რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თუნდაც…

მეტი...

,,რუსი სამხედროები ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან ჩიპებს ხსნიან სამხედრო აღჭურვილობის შესაკეთებლად”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,რუსი სამხედროები ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან ჩიპებს ხსნიან აღჭურვილობის შესაკეთებლად,” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და გააძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. „ევროპის სოლიდარობა უკრაინის მიმართ უცვლელი დარჩება. ევროპა უკრაინის მხარეს დადგა იარაღით, ფულით, ლტოლვილების დახმარებითა და მსოფლიოში ყველაზე დიდი სანქციებით. თითქმის 1 000-მა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი, ავტომობილების წარმოება 75 პროცენტით დაეცა. „აეროფლოტის“ თვითმფრინავები მიწაზეა, რადგან არ არის სათადარიგო ნაწილები. რუსი სამხედროები ახლა იღებენ ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან სამხედრო აღჭურვილობის შესაკეთებლად, რადგან ისინი თვითონ არ ამზადებენ…

მეტი...

,,ნიკოლოზის ვერანაირი სასჯელი ვერ ამინაზღაურებს იმ მორალურ მდგომარეობას, რაც გადამატანინა”- ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილმა ყოფილი მეუღლის, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე, როგორც რიგითმა მოქალაქემ და არ უნდა იყოს გათვალისწინებული მისი სტატუსი. „მე ნიკოლოზის ვერანაირი სასჯელი ვერ ამინაზღაურებს იმ მორალურ მდგომარეობას, რაც გადამატანინა და რასაც სჩადიოდა ამდენი წლის განმავლობაში. არ ვოცნებობ, რომ აუცილებლად უმკაცრესი სასჯელით დაისაჯოს. მისი ვერანაირი მდგომარეობა ვერც მორალურ და ვერც ზნეობრივ საფასურს ვერ გადაიხდის. ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ისევე როგორც ყველა კანონიერმა მოქალაქემ და არ უნდა იყოს გათვალისწინებული მისი სტატუსი, ან საზოგადოებრივი მდგომარეობა“, – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.

მეტი...

საბაჟოდან საწვავი კონკურენტ კომპანიაში 78-94 თეთრით იაფად შედიოდა, ვიდრე საკუთარ ქსელში – მოკვლევა გრძელდება

ბაზარზე საწვავის ფასების მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში,  საბაჟო საწყობიდან, საწვავი კონკურენტ კომპანიაში გაცილებით იაფად შედიოდა, ვიდრე საკუთარ ქსელში. ანალოგიურად ხდებოდა რუმინეთიდან შემოსულ საწვავთან დაკავშირებითაც. აღნიშნული გახდა მიზეზი, რის საფუძველზეც კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, 2022 წლის მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, ბაზრის განსხვავებული ქცევა სახეზეა. აღნიშნულ თემაზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „2021 წლის მონიტორინგის შედეგებით, ბაზარი მთლიანობაში კონკურენტულია. თუმცა, 2022 წელს იწყება ბაზრის განსხვავებული ქცევა, რომელიც უკავშირდება 2 საკითხს. გაჩნდა იაფი წყარო  არაევროპული საწვავის შემოდინების…

მეტი...

საქართველოს პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს

პარლამენტი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო  ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების  განხილვას იწყებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული  მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს ემატება. „ უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც , რომ შევაქოთ საქართველოს მთავრობა, რომელმაც შეძლო,რომ დაგეგმილზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დაგეგმილზე მეტი შემოსავალი გვაქვს ბიუჯეტში და დაგეგმილზე ნაკლები ვალი ექნება სახელმწიფოს“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, თუ ოპოზიციას აქვს მოსაზრებები გაზრდილი შემოსავლების ხარჯვასთან დაკავშირებით,  მსჯელობა ამასთან დაკავშირებითაც გაიმართება. „ მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონს და  მსოფლიოს…

მეტი...

,,საქართველო არ ჩაებმება არც სანქციებში და არც მეორე ფრონტი გაიხსნება”- კახა კალაძე

,,საქართველო არ ჩაებმება არც სანქციებში და არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში,” – ამის შესახებ  თბილისის მერმა, კახა კალაძემ  განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც ქვეყანას და ხალხს სჭირდება. ,,ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები და განცხადებები ზუსტად ოპოზიციას აქვს, რასაც ვისმენთ ყოველდღიურ რეჟიმში. მათი დამოკიდებულება, მათი დღის წესრიგი არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი და ყველა წარმატებას, ყველა წინსვლას ეწინააღმდეგება. ყველაფრის მიუხედავად, დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ეროვნული, პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხალხს სჭირდება. ისე, როგორც არასდროს, დღეს მნიშვნელოვანია ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ…

მეტი...

,,საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მოცემულ პოლიტიკურ ლანდშაფტში ყველაზე პატრიოტული და კეთილსინდისიერია”- შალვა პაპუაშვილი

,,ამ დეზინფორმაციის მორევში, უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მოცემულ პოლიტიკურ ლანდშაფტში არის ყველაზე პატრიოტული,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მეუღლის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, თუკი ვინმეს რაიმე სამართლებრივი არგუმენტი აქვს, სამართლებრივ რეაგირებაზე უნდა ისაუბროს და არა ისტორიები მოყვეს ტელევიზიით. „მე კომენტირებაც მიჭირს უკვე იმდენი ისტორიების მოყოლა ხდება. თუკი ვინმეს რაიმე სამართლებრივი არგუმენტი აქვს, ყველამ ამასთან დაკავშირებით შესაბამისად სამართლებრივ რეაგირებაზე უნდა ისაუბროს და არა ისტორიები მოყვეს ტელევიზიით. ეს ერთადერთია, რაც შემიძლია მოვუწოდო ყველას, ვინაიდან ისტორიების განხილვას ამ მონაყოლის საფუძველზე…

მეტი...

სექტემბერში, შესაძლოა, საწვავის ფასი შემცირდეს

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სექტემბერში მოსალოდნელია საქართველოში საწვავის ფასის შემცირება. აღნიშნული განცხადება ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მიზეზად კი  საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების შემცირება და ლარის კურსის გამყარება დაასახელა. „აგვისტოს თვე ფასების კლების ტენდენციით გამოირჩევა. ყველა ტიპის საწვავზე, აგვისტოში დაახლოებით, 30-დან 40 თეთრამდე კლება მოხდა. ეს ეხება პრემიუმს, რეგულარს, დიზელის საწვავს. სექტემბრის თვეში დღევანდელი მონაცემებით, რამდენიმე კომპანიას ფასები შემცირებული აქვს დაახლოებით, 5-თეთრიან შუალედში, თუმცა ჩვენი მოლოდინი სექტემბერში არის, რომ ფასები კიდევ უნდა დაკორექტირდეს შემცირების მიმართულებით,“ – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ .

მეტი...

2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა იზღუდება – სამინისტრომ განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა

15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა. შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს ერთ მეტრზე ნაკლები დისტანციით. ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის…

მეტი...

რატომ არ აისახა საწვავზე ფასების კლება საქართველოს ბაზარზე – ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავარში“

საწვავის ფასებზე გარკვეულ მაქინაციებთან დაკავშირებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. კონკურენციის ეროვნული სააგენტო საწვავის ფასის მოკვლევასთან დაკავშირებით შედეგებს სავარაუდოდ, წლის ბოლოს დადებს. სააგენტომ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი – მაშინ, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის კლება ფიქსირდებოდა,  ვალუტის კურსის მყარდებოდა, ქვეყანაში იაფი საწვავი შემოდიოდა,  რატომ არ აისახა ეს ყველაფერი ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც დღეს კონკურენციის ეროვნული სააგენტო სწავლობს, არის საავტომობილო საწვავის ბაზარი. სააგენტომ დაიწყო 5 მსხვილი რეალიზატორის მიმართ მოკვლევის პროცესი. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ უნდა დადოს კონკრეტული დასკვნა. არსებობს ეჭვი,…

მეტი...

,,ამ ოროსნებმა ჯერ ტერმინოლოგია ისწავლონ”- გიორგი ვაშაძე ,,ქართულ ოცნებას”

,,ამ ოროსნებმა ჯერ ტერმინოლოგია ისწავლონ და წესიერად ახსნან, რას გულისხმობენ საკუთარ ინიციატივაში. ტექნოლოგიებში ტრეინინგი შემიძლია ჩავუტარო,”– ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, ელექტრონული არჩევნები უნდა იყოს დანერგილი არა 70 პროცენტში, არამედ 100-ში. ,,ეს არ არის ელექტრონული არჩევნები. თუ კობახიძეს უნდა, ჩავუტარებ ტრეინინგს ელექტრონულ არჩევნებზე. ეს არის ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებში. ელექტრონული არჩევნები არის ონლაინ არჩევნები. რაც შეეხება კიდევ ერთ თაღლითობას, რაც ირაკლი კობახიძეს, პრორუსული პარტიის თავმჯდომარეს ახასიათებს, რა გამოგვიცხადა გუშინ? მან კარგად იცის, რომ ტექნოლოგიების დანერგვას გვერდს ვერ აუვლის და თქვა, რომ 70 პროცენტში დავნერგავო. რომელ 70…

მეტი...

,,მსურს, დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ხალხმა იცოდეს, თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები”- ლაიენი

,,მსურს, ხალხმა იცოდეს დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები, თქვენ ხართ ჩვენი კავშირის მომავალი,”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დემოკრატიის გავრცელებისთვის ყველაზე კარგი გზა არის  კავშირების გაღრმავება. „ეს არის წყალგამყოფი მომენტი გლობალური პოლიტიკისთვის. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის გადააზრება. ეს არის დრო ჩვენი დემოკრატიების ინვესტირებისთვის. ეს ეხება თანამოაზრე პარტნიორებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს მსგავსი თვალებით, ვიზიარებთ მსგავს ღირებულებებს და უნდა მოვახდინოთ კოლექტიური ძალის მობილიზება. ჩვენ უნდა ვესწრაფვოთ დემოკრატიის გავრცელებას. ამის გასაკეთებლად ყველაზე კარგი გზა არის…

მეტი...