რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა მობილიზაციისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოითხოვა

რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს დავალება მისცა, ის ხარვეზები გამოასწორონ, რაც ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა. საუბარია ტექნიკურ ნაწილზე, გაწვეულთა პირობებზე, აღჭურვასა და სხვა საკითხებზე. „ჩვენი მოქალაქეებისგან არაერთი ინფორმაცია შემოდის გაწვევის ორგანიზებაზე, აღჭურვის ხარისხზე, გაწვეულთა საცხოვრებელ პირობებსა  და სხვა საკითხებზე. ყველა შეცდომა უნდა გამოვასწოროთ და თავიდან ავიცილოთ სამომავალოდ“, – აღნიშნა პუტინმა უშიშროების საბჭოს  წევრებთან შეხვედრაზე. მისი შეფასებით, აუცილებელია თითოეულ საკითხის ინდივიდუალურად განხილვა და თუ შეცდომა დაფიქსირდება, უნდა მოგვარდეს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ნაწილობრივ გაწვევას ექვემდებარებიან მხოლოდ ის რუსები, ვისაც საბრძოლო გამოცდილება გააჩნია.  

მეტი...

იტალია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი დატოვონ

იტალიის საელჩო რუსეთში მცხოვრებ იტალიელებს  მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ რუსეთის ტერიტორია. განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს, საუბარია, რომ შექმნილი დაძაბული მდგომარეობისა და გართულებული ავია და საგზაო მიმოსვლის გამო, იტალიის მოქალაქეები რუსეთიდან უნდა გავიდნენ. საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ავიაბილეთები კატასტროფულად ძვირდება. აქედან გამომდინარე, ურჩევს, დროულად მოახერხონ ბილეთის შეძენა.  

მეტი...

ევროპის მოედნის მიმდებარედ, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ევროპის მოედნის მიმდებარედ, 30 სექტემბრის 00:00 საათიდან 3 ოქტომბრის 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მეტეხის ხიდზე და ევროპის მოედანზე. ასევე, გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებული გვირაბიდან  ევროპის მოედნის მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ასევე, გორგასალის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმართულებით. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ნოე…

მეტი...

პოლონეთი არ გამორიცხავს, ნატომ უკრაინაში ჯარი შეიყვანოს

რუსეთის მხრიდან, კერძოდ კი ყოფილი პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევისგან არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თუ საჭირო გახდება და რუსეთს საფრთხე დაემუქრება, ატომურ იარაღსაც გამოიყენებენ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კი აცხადებს, რომ თუ რუსეთი ატომურ იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, შესაძლოა, ნატომ  უკრაინაში ჯარი შეიყვანოს. „რუსეთისგან მოსალოდნელი ატომური შეტევის შემთხვევაში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პასუხი იქნება უკრაინაში ჯარების შეყვანა“ – აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ.  

მეტი...

ბატალიონ „პიატნაშკის“ მეთაური აფხაზეთში ჩავიდა

ახრა ავიძბა აფხაზეთში იმყოფება. ბატალიონ „პიატნაშკის“ მეთაური რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას დაუბრუნდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, როგორც ავიძბამ განაცხადა, მისი აფხაზეთში ყოფნა აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას უკავშირდება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხვალ, 30 სექტემბერსა აღინიშნება. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში ბატალიონის სხვა მებრძოლებიც იმყოფებიან.

მეტი...

საქართველოს საზღვარზე გადმოსვლას 4,8 ათასამდე მანქანა ელოდება

რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, რუსეთიდან გამოქცეულ მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „ტასის“ ინფორმაციით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სიტუაციის დარეგულირება  მოხდა და ფეხით საზღვრის გადაკვეთის მსურველების რიგი არ არის. ასევე საუბარია, რომ მანქანები ერთ რიგში დგანან და ერთმანეთს მიყვებიან. რიგის სიგრძე კი დაახლოებით 2 კილომეტრია. აქვე საუბარია იმაზე, რომ  რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას 4,8 ათასამდე ავტომობილი ელოდება.  

მეტი...

უკრაინული მხარე ფიქრობს, რომ ბელორუსი მათთან საომრად მოტივირებული არ არის  

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განაცხადებით, ბელარუსები უკრაინასთან საომრად მოტივაია არ გააჩნია. მისი შეფასებით,  უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ბელარუსში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება. „ჩვენ თვალს ვადევნებთ მანევრებს ბელარუსში და ყველაფრისთვის მზად ვართ. თუმცა მე ოპტიმისტი დავრჩები, რადგან მეჩვენება, რომ ბელარუსები უკრაინასთან საომრად ძალიან მოტივირებულები არ არიან ”, – აცხადებს რეზნიკოვი. მისი ვე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა სცენარისთვის ემზადებიან და წვრთნას ევროკავშირის ტერიტორიაზე გადიან.  

მეტი...

ევროკავშირმა უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევრო გადასცა

უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 500 მილიონი ევრო მიიღო. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხა განათლების სფეროს, სოფლის მეურნეობასა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. ,,ევროკავშირის საგრანტო დაფინანსება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზეწოლის გაზრდის გარეშე“, – განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა. ცნობისთგვის, აგვისტოში ევროკავშირმა უკრაინას ომისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად 9 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო.

მეტი...

,,თუ აფხაზეთს აღიარებ და შენი ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრის ახალი მცდელობა განხორციელდება – უნდა გესმოდეს, რომ ეს დასასრულია”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს  ეხმიანება და ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართავს. ,,ჩემი მიმართვა ლუკაშენკოს ახლა კიდევ გაქვთ შანსი გამოხვიდეთ სიტუაციიდან. თუ აფხაზეთს აღიარებ და მით უმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა იქნება – მაშინ შენ, როგორც ჭკვიანმა კაცმა უნდა გაიგო, რომ ეს დასასრულია! ნიკოლაშკას სურათები ვნახე უბრალოდ სიმპათიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება!,”- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

მეტი...

რუსეთმა დნიპრო დაბომბა – დაიღუპა ორი ბავშვი

ქალაქ დნიპროზე რუსეთის მიერ, ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, სარაკეტო იერიშს 2 ბავშვი –  8 წლის ბიჭი, 9 წლის გოგონა და ორი ზრდასრული მოქალაქე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 12 წლის მოზარდი. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაზიანდა 60-ზე მეტი კერძო სახლი, რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – 6 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – გლდანში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არ ფასდება.  

მეტი...

,,თუ მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შეიძლება მოყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი”- სამხარაძე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი დაგმო და აღნიშნა, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი მოყვეს.  „ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი არის არამეგობრული ჟესტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. ყველანი ვთანხმდებით, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ასევე, ძირს უთხრის საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს. ბელარუსულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შეიძლება მოყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი.…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის სერგეი ნიკიფოროვის ინფორმაციით,  ვოლოდიმირ ზელენსკი 30 სექტემბერს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს. ,,პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომას იწვევს. დღის წესრიგს და სხვა დეტალებს მოგვიანებით გამოვაცხადებთ”,- წერს ნიკიფოროვი.  

მეტი...

რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 20-მდე ქალი დააკავა

ტუვაში, ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 20-მდე ქალი დააკავა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ სამართალდამცველები ქალებს ძალის გამოყენებით აკავებენ. ქალაქის მოედანზე გამართულ აქციაზე შეკრებილი ქალები, ლოზუნგით “არა გენოციდის” და “არა მობილიზაციას” პუტინის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.  პოლიციამ აქციის დაშლა დაწყებიდან 5 წუთში დაიწყო.

მეტი...

ლარსის სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროსთან აქცია იმართება

ამ წუთებში თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან ლარსის სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, დაუყოვნებლივ ჩაიკეტოს ლარსის საზღვარი, აიკრძალოს რუსებისთვის ბინადრობის მოწმობის გაცემა, ბიზნესის რეგისტრაცია და დაწესდეს სავიზო რეჟიმი ადგილზე მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

მეტი...

,,ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში”- პიტერ სტანო

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გმობს. მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. „ევროკავშირი მკაცრად ვგმობთ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს აფხაზეთში, სეპარატისტულ რეგიონში იმ ფაქტის მიუხედავად, რომ პიროვნებას, ლუკაშენკოს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა. ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელიც არის აფხაზეთის რეგიონის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება. ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ერთადერთი, რაც შემიძლია, დავამატო,…

მეტი...

მობილიზაციის გამოცხადების შემდეეგ, პუტინის რეიტინგმა იკლო

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეეგ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგმა იკლო. კვლევის თანახმად, 6 პროცენტით შემცირდა ვლადიმერ პუტინის საქმიანობის დადებითი შეფასებაც. გამოკითხულთა 77% პუტინის საქმიანობას დადებითად, ხოლო 21 % – უარყოფითად აფასებს. გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის – აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი – 24% იყო.

მეტი...

,,ოპოზიციურ კოლეგებს ღიად მოვუწოდებ, თქვენი შიდა პრობლემები გაარჩიეთ შიგნით”- გიორგი ვაშაძე

,,ოპოზიციურ კოლეგებს ღიად და დაუფარავად მოვუწოდებ, თქვენი შიდა პრობლემები გაარჩიეთ შიგნით და საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას ნუ ახდენთ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ეროვნული ინტერესების მნიშვნელოვანი საკითხებიდან გადავყავართ მეორეხარისხოვანზე,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, მას მეორეხარისხოვნად მიაჩნია ვინ, ვის სად ეხმარება. მისთვის პირველხარისხოვანი პრორუსული „ქართული ოცნების“ ჩამოშორებაა. „ნომერ პირველი პრობლემა დღეს გვაქვს რუსების მასიური შემოდინება, ნომერ პირველ პრობლემასთან ერთად ასევე არის ის, რომ „ქართული ოცნება“ მართავს უმრავლესობას საქართველოში. შესაბამისად, მე მეორეხარისხოვნად მიმაჩნია ამ თემებზე მსჯელობა, მეორეხარისხოვნად მიმაჩნია, ვინ, ვის სად ეხმარება, ასე თუ ისე ეხმარება. ჩემთვის პირველხარისხოვანი არის…

მეტი...

,,ჩემი თვალით მაქვს რუკა ნანახი, სადაც ივერი მელაშვილი აწერს ხელს, რომ საზღვრის გავლების სადაო საკითხზე არის მსჯელობა”- მიქაელ ბოტკოველი

,,საპატრიარქოში ჩემი თვალით მაქვს ნანახი რუკა, სადაც ივერი მელაშვილი აწერს ხელს, რომ საზღვრის გავლების სადაო საკითხზე არის მსჯელობა, რატომ მოხდა ეს, სწორედ ამას ედავება გამოძიება,”– ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. მიქაელ ბოტკოველი საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაიკითხა. მას კითხვები  საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ნინო კალანდაძის განცხადების შემდეგ საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ შეფასებაზე დაუსვეს. „ვიმყოფებოდი სხდომათა დარბაზში ქალბატონი ნინო კალანდაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რა იყო ამ განცხადების გაკეთების მიზეზი და რატომ ჰქონდა ეკლესიას მძაფრი რეაქცია. ქალბატონ ნინო კალანდაძის განცხადებას თუ ნახავთ, საუბრობს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის…

მეტი...

,,პუტინს და ლუკაშენკოს მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს სოჭში მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ. მისივე თქმით, საუბარი არ ყოფილა არც ყირიმის აღიარებაზე. „ეს არის აბსოლუტურად შიდა საქმე, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ბელარუსი ამხანაგები დამოუკიდებლად და მათთვის სათანადო დროს მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, გუშინ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა.

მეტი...

,,ორ ირაკლის ვეკითხები: აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლაზე რაიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებთ თუ არა?!”- გიორგი ვაშაძე

,,ვეკითხები ორ ირაკლის: აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლასთან დაკავშირებით ხმამაღალი განცხადებების გარდა, რაიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებთ თუ არა ?! თუ არც ერთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებთ, ნიშნავს, რომ მოსკოვიდან დაგირეკეს და გითხრეს, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ!,” – ამ სიტყვებით “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. ვაშაძე ხელისუფლება კითხვით მიმართავს, თუ რა ქმედების განხორციელებას გეგმავენ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ,,ვიზიტის” საპასუხოდ. ,,ჩვენ “ქართული ოცნების” ლიდერთა მხრიდან გულზე მჯიღის ცემის და მკაცრი განცხადებების კასკადი ვნახეთ. ახლა თუ აპირებთ რაიმეს გაკეთებას, მაშინ გამოდით და გვითხარით, რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლებაში მყოფი “ქართული ოცნება”,…

მეტი...

,,საქართველო უნდა მიუერთდეს იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის, მათ შორის, ლუკაშენკოს წინააღმდეგ”- ხატია დეკანოიძე

,,ყველამ კარგად გაიგო, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა არ მუშაობს და უკუშედეგს იძლევა, საქართველო უნდა მიუერთდეს იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის, მათ შორის, ლუკაშენკოს წინააღმდეგ”- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ,,ვიზიტს”. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მკაცრი და მკვეთრი პოლიტიკა ჰქონოდა უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის მიმართ. ,,ჩვენი ფრაქციის, პარტიის და მოქალაქეთა დიდი ნაწილის სახელით მინდა გამოვეხმაურო ბელარუსი დიქტატორის ჩასვლას აფხაზეთში, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და იქ დიქტატორის ჩასვლა და ე.წ. მოლაპარაკებების გამართვა არის ყველა საერთაშორისო პრინციპის დარღვევა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული…

მეტი...

,,არ გვაღელვებს საქართველოს რეაქცია“- ინალ არძინბა ლუკაშენკოს ,,ვიზიტზე”

,,არ გვაღელვებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს, რეაქცია“,- ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში “ვიზიტთან” დაკავშირებით. “ჩვენ ბელარუსს განვიხილავთ, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ჩვენ არ გვაღელვებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს, რეაქცია“, – აღნიშნა არძინბამ. მისი თქმით, აფხაზეთი “დამოუკიდებელი სახელმწიფოა” და  ბელარუსს განიხილავენ „ქვეყნის შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად“.

მეტი...

,,უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რეფორმები”- ხავიერ კოლომინა

,,უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოემზადოთ და მოახდინოთ რეფორმების განხორციელება,- ამის შესახებ, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებული შესაძლებლობის გამოყენება უნდა შეძლოს. ,,ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა აპრილის შეთანხმება. უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოემზადოთ და მოახდინოთ რეფორმების განხორციელება, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. არ ვიცით რა მოხდება, თუ არ მოემზადებით და ვერ დაეწევით ამ მატარებელს. შესაძლებლობები ახლაა და თქვენ უნდა მიიღოთ სარგებელი”, – აღნიშნა…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელს ხვალ მოაწერს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ხვალ 15:00 საათზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერს ხელს. ამასთან, მოგვიანებით იგეგმება ფედერალური კრებისადმი რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა. ცნობისთვის, უკრაინის ოკუპირებულ 4 რეგიონში, დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაწილში “რუსეთთან შეერთების” ფსევდორეფერენდუმები რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა. კრემლი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი “რუსეთთან შეერთებას” დაუჭირა.

მეტი...

,,ნიკა მელიას ბედზე ნიანგის ცრემლებით საუბარს არ დავიწყებ, რადგან მას სჭირს, რაც დაიმსახურა”- თეა წულუკიანი

,,ფაქტია, რომ სახეზეა ქართულ პოლიტიკურ ველზე დამარცხებული და ბოლომდე გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია. ეს ქვეყნისთვის და მისი პოლიტიკური განვითარებისთვის კარგი არ არის,” – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია თითქმის აღარ არსებობს, რაც ქვეყნისთვის დიდი პოლიტიკური პრობლემაა. „თქვენის ნებართვით, ნიკა მელიას ბედზე ნიანგის ცრემლებით საუბარს არ დავიწყებ, რადგან მას სჭირს, რაც დაიმსახურა, ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, ამიტომაც ეს ყველაფერი არის იმ კატასტროფის პირას, რომელსაც ყველა ერთად, ზოგი მხიარულად, ზოგი დამწუხრებით უყურებს, რა სჭირს ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. რეალურად, ოპოზიცია თითქმის აღარ არსებობს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური…

მეტი...

რუსეთი ბელარუსში 20 000 მობილიზებულის გაგზავნას აპირებს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი ბელარუსში 20 000 მობილიზებული სამხედროს გაგზავნას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, პერსონალის გაზრდის შემდეგ, რუსები გამოიყენებენ სამხედრო ტექნიკას ბელარუსის საწყობებიდან. ,,ისინი გეგმავენ გამოიყენონ სამხედრო და სამოქალაქო შენობები რუსი სამხედროების განსათავსებლად. ასევე მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების საწყობები, ანგარები და ფართები” – განაცხადა მალიარმა. ამასთან,  რუსეთი გეგმავს სამხედრო ტრანსპორტისთვის სამოქალაქო სატვირთო მანქანების მობილიზებას.

მეტი...

,,მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში არის დაუშვებელი, ჩვენი სახელმწიფო ამას შეუმჩნევლად ვერ გაატარებს”- თეა წულუკიანი

,,მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც საქართველოა, არის დაუშვებელი, ჩვენი სახელმწიფო ასეთ ვიზიტს შეუმჩნევლად ვერ გაატარებს”,– ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, სახელმწიფო ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ვერ შეიწყნარებს. „მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც საქართველოა, არის დაუშვებელი. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო ასეთ ვიზიტს ვერ შეიწყნარებს, ვერც შეუმჩნევლად  გაატარებს. ვინც არის საგარეო ურთიერთობების პასუხისმგებელი, აკეთებს ყველაფერს, იქნებიან ესენი, ქვეყნის გარეთ მყოფი დიპლომატები თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი მთავრობა და შესაბამისი უწყებები. ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ გამოირკვეს ეს არის ერთჯერადი, დაუშვებელი და დასაგმობი ვიზიტი, თუ სხვა…

მეტი...

,,სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა”- ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირებისთვის საზღვრების დაკეტვის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ვოლოდინის განცხადებით, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა შესაბამისი ნებართვის გარეშე. „ყურადღებას გავამახვილებ, რომ „რუსეთის ფედერაციაში სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ“ ფედერალური კანონის თანახმად, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა სამხედრო კომისარიატების ნებართვის გარეშე. კანონის ასეთი ნორმა არსებობს და ამით უნდა იხელმძღვანელოს სამხედრო სამსახურს ყველა დაქვემდებარებულმა პირმა“, -წერს ვოლოდინი.  

მეტი...

„ჩვენს ტერიტორიას სამხედრო გზით გავათავისუფლებთ”- მიხაილო პოდოლიაკი

„ჩვენს ტერიტორიას სამხედრო გზით გავათავისუფლებთ. ჩვენი ქმედებები დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რას ფიქრობს ან სურს რუსეთს, არამედ სამხედრო პოტენციალზე, რომელიც უკრაინას გააჩნია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცადა. მისი თქმით, რუსეთი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს  დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას. ,,უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაიბრუნოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორია, მიუხედავად იქ ჩატარებული ფსევდორეფერენდუმებისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მუქარისა, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს,”- აღნიშნა პოდოლიაკმა. პოდოლიაკის განცხადებით,  ევროპაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება. „წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი იგრძნობს, რომ აქვს უფლება დააშანტაჟოს…

მეტი...

,,რუსეთის მიერ მობილიზებული პირები ფრონტის ხაზზე არიან”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის მიერ მობილიზებული პირები ფრონტის ხაზზე არიან. არესტოვიჩის თქმით, მობილიზაციის ფარგლებში საბრძოლო მოქმედებებში, დამატებით 90 000 რუსი ჯარისკაცი ჩაერთვება. „მობილიზებულების ძირითადი მასა ფრონტის ხაზზე ორ კვირაში ჩააღწევს“, – აღნიშნა არესტოვიჩმა. მისივე ინფორმაციით, მობილიზაციის შემდეგ გაწვეული ჯარისკაცები ლუგანსკის და ხარკოვის ოლქში გააგზავნეს, სადა აუცილებელია „დანაკლისის აღმოფხვრა“.

მეტი...

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს. არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა სავარაუდოდ 30 სექტემბრიდან ამოქმედდება. ადგილობრივი მედიის ცნობით,  რუსეთიდან ფინეთში ან ფინეთის გავლით სხვა ქვეყნებში ტურისტული ვიზებით მოგზაურობა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელი იქნება. თუმცა ძალაში რჩება 10 პუნქტიანი სია, რომლის საფუძველზეც ფინეთში ტურისტული ვიზით ჩასვლა იქნება შესაძლებელი. მაგალითად, ოჯახის ან ნათესავების მონახულება, ფინეთის კოლეჯის მისაღები გამოცდების ჩაბარება, ასევე, ფინანსური ან სამსახურთან დაკავშირებული მიზეზებით.

მეტი...

„ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან ახლოს რუსული სამხედრო გემები დააფიქსირეს

ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა Nord Stream-ის მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილის მახლობლად, ორშაბათს და სამშაბათს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიებთან ახლოს გასულ კვირას რუსული წყალქვეშა ნავებიც დააფიქსირეს. ამასთან, ერთ-ერთი დანიელი სამხედრო მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ აღნიშნულ რეგიონში და შესაძლოა გემების დაფიქსირება სულაც არ მიუთითებდეს იმას, რომ მილსადენი რუსულმა მხარემ დააზიანა.  

მეტი...

,,მტერმაც და მოყვარემაც მინდა იცოდეს, რომ არ გამაჩნია არანაირი პირადი ან პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში”- კეზერაშვილი

,,ოპოზიციურ სპექტრში არეულობის შეტანა, დამატებითი დაძაბულობის კერების გაჩენა, გამოგონილი მტრების წინააღმდეგ ბრძოლა უპასუხისმგებლობაა და ჩვენს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ეს გააძლიერებს ივანიშვილს, რუსულ გავლენებს და გაახანგრძლივებს სახელმწიფოს მიტაცების პროცესს,”- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს. კეზერაშვილის თქმით,  მას არ გააჩნია არანაირი პირადი ან პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში. „დღეს მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლისკენ. ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებას, მათ შორის საქართველოს თავისუფლებას იცავენ. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მათ. დღეს ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია,…

მეტი...

მობილიზაციას გაქცეული რუსების რაოდენობა, სავარაუდოდ, აღემატება თებერვალში მობილიზებულ ძალებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის მიერ “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადებიდან 7 დღის  შემდეგ რუსები მასიურად ტოვებენ ქვეყანას. დაზვერვის ცნობით, ზუსტი რიცხვები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, რუსეთიდან წასულების რაოდენობა აღემატება 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ განლაგებული მთლიანი შეჭრის ძალის ზომას. ამასთან, დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ ქვეყანას უფრო მეტად განათლებული და და ეკონომიკურად შეძლებული მოსახლეობა ტოვებს. უწყება ვარაუდობს, რომ რეზერვისტებთან ერთად, რომლებიც მობილიზებულები არიან, “ტვინების გადინების” დაჩქრებას შიდა ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

მეტი...

,,ათი წელია, ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ხალხს ატყუებს, თითქოს შეძლო ურთიერთობების დარეგულირება რუსეთთან”- სამადაშვილი

,,ბელარუსს უკვე უნდა ჰქონდეს მიღებული დიპლომატიური ნოტა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება მოსთხოვს, დაადასტურონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობის პრინციპის პატივისცემა,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პუტინი ემზადება იმისთვის, რომ ბელორუსთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თანამონაწილეობით და იმ მიწების მითვისებით, რასაც უკრაინას ”წაგლიჯავს”, შექმნას ახალი გაერთიანება. „ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს გაგზავნილი მოთხოვნები შესაბამისად გარო-ში, ეუთო-ში, ევროკავშირში, რომ დაბარებული იყოს ბელარუსის ელჩი და ამ ორგანიზაციებში ელჩები უნდა იყვნენ გაფრთხილებული. მათი მხრიდან აღიარების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები გამოიწვევს სანქციების რეჟიმის ისეთ გამკაცრებას, რომ გამოუსწორებელი დარტყმა მიადგება ბელარუსის ეკონომიკას. ვითარება აქამდე იმიტომ მივიდა,…

მეტი...