მობილიზაციას გაქცეული რუსების რაოდენობა, სავარაუდოდ, აღემატება თებერვალში მობილიზებულ ძალებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის მიერ “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადებიდან 7 დღის  შემდეგ რუსები მასიურად ტოვებენ ქვეყანას.

დაზვერვის ცნობით, ზუსტი რიცხვები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, რუსეთიდან წასულების რაოდენობა აღემატება 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ განლაგებული მთლიანი შეჭრის ძალის ზომას.

ამასთან, დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ ქვეყანას უფრო მეტად განათლებული და და ეკონომიკურად შეძლებული მოსახლეობა ტოვებს. უწყება ვარაუდობს, რომ რეზერვისტებთან ერთად, რომლებიც მობილიზებულები არიან, “ტვინების გადინების” დაჩქრებას შიდა ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

მსგავსი თემები