,,ბელარუსი რუსეთთან ერთად გამოხატავს უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ”- ლიეტუვის ელჩი

საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ეხმიანება. მისი თქმით, ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ”ვიზიტი” კიდევ ერთი მტკიცეულებაა, რომ ბელარუსი რუსეთთან ერთად  გამოხატავს უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა ლუკაშენკოს მიერ კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ბელარუსი რუსეთთან ერთად ერთიანი ძალისხმევით გამოხატავს უპატივცემულობას გაერო-ს ქარტიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ეს ვიზიტი დაიგმო მრავალი მხარის მიერ საქართველოში, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში. ლიეტუვა არ აღიარებს ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ჩვენი აზრით, ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი და შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს“, – განაცხადა ელჩმა.

 

 

მსგავსი თემები