,,ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი შეხსენებაა, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ეხმიანება. მისი თქმით, ლუკაშენკოს ვიზიტი შეხსენებაა, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა.

,,ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც არ აღიარებს ევროკავშირი. მისი ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს. მაგრამ შეხსენებაა ყველას რუსეთის-დამშოშმინებლისთვის საქართველოში, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა.
ლუკაშენკო პუტინით დასრულდება!,”- წერს ვიოლა ფონ კრამონი.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

მსგავსი თემები