“ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა“ – ზელენსკი რუს სამხედროებს

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ტემპი, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს აქვთ აღებული ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების მიმართულებით უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს, ოკუპანტის ჯარებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ. „ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლებულ რაიონებში სტაბილიზაციის, ჩვენი ჯარების გადაადგილების, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნორმალური ცხოვრების აღდგენისა და პარტნიორების მხარდაჭერის ტემპის შენარჩუნება.  უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოძრაობის ტემპს. რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ – ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა“ – აცხადებს პრეზიდენტი.  

მეტი...

დედოფლის გლოვა 26 სექტემბრამდე გრძელდება

დედოფალ ელისაბედ მეორის ცხედარი უინძორის სასახლის წმინდა გიორგის ეკლესიაში, აკლდამაში ჩაასვენეს. დაკრძალვის ცერემონია კი ვიწრო წრეში გრძელდება. დედოფალს მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალავენ. ტაძარში ჩატარებულ სპეციალურ რუტუალს 800-მდე სტუმარი ესწრებოდა. რიტუალის ბოლოს კი  დედოფლის ყველა ტიტული გამოაცხადეს და გამოსამშვიდობებელი მელოდია ააჟღერეს. არქიეპისკოპოსმა კი მეფე ჩარლზი მესამე დალოცა და ეროვნული ჰიმნიც გაისმა. სამეფოში დედოფლის გლოვა 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.  

მეტი...

„ხანდახან იძულებულები ვხდებით, გარეთ ვილაპარაკოთ“ – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ის ელჩის მიმართ არსებულ კითხვებს პირდაპირი პასუხი უნდა გაეცეს. ასეთ შემთხვევაში, პარტნიორ ქვეყანასთან არც უხერხულობა შეიქმნება. „აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთ საკითხებზე საუბარი გვირჩევნია კულისებში და არა საჯაროდ. ყოველ შემთხვევაში, ამ აზრში ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს. მე რომ ამაზე ამ სახით დეტალური პასუხის გაცემა მდომებოდა, მათთან (ოთხეულთან)  ერთად ვიქნებოდი, მაგრამ ხედავთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვარ. შესაბამისად, ამ დეტალებში ვერ შევყვები“ – აცხადებს მდინარაძე. მისივე განმარტებით, დეტალური საუბარი ბევრ უხერხულბას შექმნის. ამიტომ, როცა კითხვები არსებობს, პასუხებიც უნდა გაეცეს. „შეგვიძლია, ზოგადად დაგიდასტუროთ,…

მეტი...

„აშშ არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ასეთ საკითხებზე საუბარი გვირჩევნია კულისებში და არა საჯაროდ“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, არის საკითხები, რაზეც საჯაროდ საუბარი არ შეიძლება. ერთ-ერთ ასეთ საკითხად კი აშშ-სა და საელჩოსთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს, როგორც მდინარაძე განმარტავს, ოთხეულმა სწორედ ამიტომ დატოვა გუნდი, რომ ისინი ყველაფრის საჯაროდ გამოტანას უჭერენ მხარს. „წერილში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნისგან, მთავარი სტრატეგიული ქვეყნისგან დაფინანსება არის 6 მილიარდი დოლარი.  მათ გამოითხოვეს გარკვეული ინფორმაცია და ამბობენ, რომ სინამდვილეში არის 4.5 მილიარდი, საიდანაც 3.5 მილიარდი ჩაირიცხა, ანუ, ფიზიკურად ქვეყანაში შემოვიდა 3.5 მილიარდი დოლარი. აქედან პირდაპირი დახმარება, და არა „ენჯეო“ სექტორს რაც მოხმარდა და ა.შ. იყო…

მეტი...

„აბსოლუტურად ვერ ვხვდები, რა ეპოქა დასრულდა მისი გარდაცვალებით“ – მაია ბუწაშვილი დედოფლის დაკრძალვაზე

დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მიმდინარე პროცესების გაშუქებითა და სამეფო ოჯახის მიმართ გამოჩენილი ინტერესით გაკვირვებულია ცნობილი ქართველი ექიმი მაია ბუწაშვილი, რომელიც ემოციას სოციალურ ქსელში გამოხატავს. „ეს დღეებია რაღაც ჩამორჩენილად და გაუნათლებლად ვგრძნობ თავს, რადგან სრულიად აცდენილი ვარ დედოფალ ელისაბედის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს. ბევრის გულისწყრომას გამოვიწვევ, მაგრამ აბსოლუტურად ვერ ვხვდები, რა ეპოქა დასრულდა მისი გარდაცვალებით, რატომ უნდა ეთმობოდეს ამდენი პოსტი ქართულ სოციალურ მედიაში (არც მსოფლიოსი მესმის, მაგრამ ეგ ცალკე საკითხია). გასაგებია, რომ პატივსაცემი ფიგურა იყო, მაგრამ რატომ უნდა იყოს ასეთი განსხვავებული ემოციები სხვა რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის გარდაცვალებისგან. ან პრინცი ჩარლზი რატომ უნდა…

მეტი...

მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს ინიციატივას, რომ სახალხო დამცველი ღია კენჭისყრით აირჩიონ

„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა დასრულდა. როგორც მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილეს, სახალხო დამცველის კენჭისყრის პროცედურა იყო. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს ლევან იოსელიანის ინიციატივას. „ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლიც მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია. ამასთან დაკავშირებით პირადად ჩემი პოზიცია იყო, რომ სხვა თანამდებობის პირების არჩევის დროსაც იყოს ღია კენჭისყრა. ამ საკითხს ხვალ დავაყენებ“ – განაცხადა მდინარაძემ.

მეტი...

პრეზიდენტი დედოფლის დაკრძალვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრო. ცერემონიაში მონაწილეობდა: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და მსოფლიოს 500- მდე ლიდერი. საქართველოს პრეზიდენტმა, გუშინ დედოფალ ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა. პრეზიდენტმა 18 სექტემბერს მეფე ჩარლზ III-ის სახელით გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა, დღეს კი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო…

მეტი...

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტანსპორტის გადაადგილების სქემა იცვლება

თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას ქუჩაზე – გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში, 20 სექტემბრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ. რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ქიაჩელის, ახვლედიანისა და  ნიკოლაძის ქუჩების გავლით. მელიქიშვილის გამზირიდან კი, ავტომობილები ვარაზისხევის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, ქიაჩელის, ახვლედიანისა და  ნიკოლაძის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებას შეძლებენ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევის ქუჩიდან ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს მარცხნივ მოხვევით, შეეძლებათ, რუსთაველის გამზირის…

მეტი...

რუსული მხარე იზიუმში მასობრივი სამარხების აღმოჩენას სიყალბეს უწოდებს

რუსეთის ფედერაცია სიყალბეს უწოდებს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ იზიუმში, რომელიც უკრაინელებმა გაათავისუფლეს,  მასობრივი სამარხები იპოვეს. როგორც პუტინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვი აცხადებს,  ეს სიცრუეა. „ეს  იგივე სცენარია, როგორიც იყო  ბუჩაში. ყველაფერი ერთი სცენარის მიხედვით ვითარდება. ეს არის ტყუილი.  რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს მთელ ამ ამბავში”, – აცხადებს პესკოვი.

მეტი...

კიკეთში ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულს ბალი წარუდგინეს

კიკეთში მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაიჭრა, ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ადვოკატის, სულხან კომახიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, რადგანაც ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პროცესში. 54 წლის გელა ნიორაძეს მანქანაში შვილი და მეუღლეც ჰყავდა. დაჭრილია მისი მეუღლეც. შემთხვევა კი 17 სექტემბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დაპირისპირება შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ნიორაძემ კი ავტომატიდან ისროლა, რა დროსაც 6 ადამიანი დაირა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო…

მეტი...

,,აშშ-ის დაფინანსება საქართველოში დემოკრატიული სისტემის შერყევისკენაა მიმართული”- ,,ქართული ოცნებიდან” წასულები

,,ამერიკული დაფინანსება საქართველოში არა დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისკენ, არამედ სწორედ მისი შერყევისკენ რომ არის მიმართული,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. დეპუტატები განცხადებით, საკითხავია, 2013 წლიდან დღემდე საქართველომ უფრო მეტი მატერიალური სარგებელი მიიღო ამერიკისგან თუ ამერიკამ საქართველოსგან. ,,ამერიკელების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 30 წლის მანძილზე საქართველოს ამერიკულმა დაფინანსებამ, ელჩის მიერ ნათქვამისგან განსხვავებით, არა 6 მილიარდ დოლარზე მეტი, არამედ 4,5 მილიარდი შეადგინა, საიდანაც საქართველოში რეალურად მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა,”- ნათქვამია განცხადებაში. ე.წ. ოთხეულის თქმით, “ამერიკელები საქართველოს განვითარებაში რეალურ ინვესტიციას…

მეტი...

,,ვლადიმერ პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა”- ჯასტინ ტრუდო

,,ვლადიმერ პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩაიდინეს და სჩადიან უკრაინაში,”- ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ  განაცხადა. ტრუდოს თქმით, ქალაქ იზიუმსა და სხვა დეოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილი მასობრივი სამარხები რუსეთის სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებაა და საჭიროა შესაბამისი გამოძიება. „რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი და კანადა ორი უძლიერესი ქვეყანაა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინას და გამოვიდნენ რუსეთის არაკანონიერი ქმედებების წინააღმდეგ. ეს ქმედებები აშკარად შეიცავს სამხედრო დანაშაულებს, შეიცავს ყოვლად მიუღებელ დანაშაულებს, რაც ჩვენ ვნახეთ ბუჩაში და უკრაინის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილ მასობრივ საფლავებში. საჭიროა შესაბამისი გამოძიება, გამჭვირვალობა და…

მეტი...

,,საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, რა მიზნით გამოყოფდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოზე თანხებს”- ,,ოცნებიდან” წასულები

,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების თქმით, საზოგადოება უნდა დაინტერესდეს რა მიზნით გამოყოფდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოზე თანხებს. როგორც დეპუტატები ვრცელ წერილში აღნიშნავენ, აშშ-სთვის საქართველოს ერთადერთი ფუნქცია რუსეთის ”შეკავებაა”. „უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ამერიკის საელჩო ხშირად გვახსენებს, რომ მისი სახელმწიფო საქართველოს გასული 30 წლის მანძილზე 6 მილიარდი დოლარით დაეხმარა. არსებობს გამონათქვამი, რომ ნაჩუქარ ცხენს კბილი არ ესინჯება, ანუ როდესაც რაღაცას გჩუქნიან, ამ საჩუქრის რეალური ღირებულების განხილვაში, წესით, საერთოდ არ უნდა შეხვიდე. თუმცა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქველმოქმედო…

მეტი...

,,არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას”- გია ვოლსკი

,,ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას,” – ასე ეხმაურება  პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი,  პოლიტიკური ზეწოლის თაობაზე ყოფილი მოსამართლეების განცხადებებს. ვოლსკის თქმით, თუ რომელიმე მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება,  კონკრეტული ფაქტები  უნდა გამოაქვეყნოს. „მოსამართლეც ადამიანია, ზოგი შეიძლება პოლიტიკურ პროცესშიც ჩაერთო, ზოგს თავის შეხედულება აქვს, რა ვიცი, შეიძლება საფუძველიც აქვს, რომ ასეთი პოზიცია გამოხატოს, მაგრამ ამას ყველაფერს დასაბუთება სჭირდება, სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რომელ საქმეს არ იღებენ და კონკრეტულად ვისგან აქვთ ზეწოლა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ…

მეტი...

უკრაინელმა სამართალდამცავებმა ოკუპანტების მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 5 ბავშვი გამოავლინეს

უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის ინფორმაციით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა, რუსი ოკუპანტების მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 4-დან 16 წლამდე ხუთი ბავშვის იდენტიფიცირება მოახდინეს. ,,დადგენილია სისხლის სამართლის პროცესში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. 4-დან 16 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი გამოვლინდა ამ კატეგორიის ომის დანაშაულის მსხვერპლად. მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ასეთი დანაშაული გაცილებით მეტია, ვიდრე მე უკვე აღვნიშნე,”- აღნიშნა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.  

მეტი...

,,სწორი იყო გადაწყვეტილება, ცალკე ინსტიტუტად ჩამოყალიბებულიყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური”- პაპუაშვილი

„განვლილმა ექვსმა თვემ გვაჩვენა, თუ რამდენად სწორი იყო პარლამენტის გადაწყვეტილება, როდესაც გადაწყდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცალკე ინსტიტუტად ჩამოყალიბება – ამ ექვს თვეში ვნახეთ, რომ ამ სამსახურმა, ერთის მხრივ, შეძლო როგორც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, ასევე, საკუთარი რეპუტაციის წარმოჩენაც საერთაშორისო მასშტაბით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 6 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებაც. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ სამსახურის სამეცნიერო ჟურნალის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  „მიხარია, რომ სამსახური აკადემიურადაც უდგება ამ საკითხს და სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც…

მეტი...

,,გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში”- ალა პუგაჩოვა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართავს

რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა რუსეთის ხელისუფლებას „უცხო ქვეყნის აგენტების“ სიაში შეყვანას სთხოვს. მომღერალი სოლიდარობას უცხადებს მეუღლეს, მაქსიმ გალკინს, რომელიც პარასკევს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ,,უცხო ქვეყნის აგენტების” სიაში შეიყვანა. ,,მივმართავ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში, რადგან სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის, გულწრფელი, წესიერი და პატიოსანი ადამიანისადმი. რუსეთის ნამდვილი და მოუსყიდველი პატრიოტისადმი, რომელსაც სურს სამშობლოს აყვავება, მშვიდობიანი ცხოვრება და სიტყვის თავისუფლება. სურს, შეწყდეს ჩვენი სამხედროების სიკვდილი ილუზორული მიზნებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას რიყავს და მისი მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს“, -წერს ალა პუგაჩოვა.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – მტკვრის მარცხენა სანაპიროზე კიდევ ერთი ავარია მოხდა. ამ დროისთვის, დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

მეტი...

,,თუ არსებობს კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, აშშ-ის ელჩს აქვს შესაძლებლობა შეხვდეს და ესაუბროს”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის  ე.წ. ოთხეულთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  თუ დიპლომატს რამე შეკითხვები აქვს, შეუძლია შეხვდეს მათ და თავად დაუსვას. „ვერ ვხვდები აქ რა შუაშია „ქართული ოცნების“ შემოტანა. თუ არსებობს გარკვეული კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, ელჩს აქვს შესაძლებლობა თავისუფლად შეხვდეს და თუ რაიმე კითხვები აქვთ ესაუბროს. ისინი არ გახლავან „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები, შესაბამისად ჩვენ მათ პოზიციაზე ვერ გვექნება პასუხისმგებლობა. თუ არსებობს კითხვა მათ უნდა მიმართოს, ჩვენ არ ვართ ადრესატი“,- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსნებეთ, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონში შეკითხვები აქვთ…

მეტი...

დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

ამ წუთებში, დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ვესტმინსტერის სააბატოში  რელიგიურ მსახურება, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა დასრულებულია. მონარქის კუბოს საფეხმავლო მსვლელობით ვესტმინსტერის სააბატოდან ველინგტონის თაღამდე მიაცილებენ. იქიდან კი დედოფალს, უინძორის სასახლეში გადაიყვანენ, სადაც დაკრძალვის ცერემონიას მეფე და სამეფო ოჯახის სხვა წევრები ფეხით შეუერთდებიან. ამის შემდეგ კი დაკრძალვის ცერემონია წმინდა ჯორჯის ტაძარში გაიმართება, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორეს დაკრძალავენ. შეგახსნებთ, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

,,შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მათ ჯამი გამოსდით „ნაციონალური მოძრაობა“- შალვა პაპუაშვილი

,,არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს, ყველა რადიკალური მიმართულების პარტიაა. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ დაანონსებულ პროევროპულ მოძრაობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი თვალის ახვევის და ფასადი შექმნის. „საერთო ჯამში ვხედავთ, რომ ყველა რადიკალური მიმართულების პარტიაა. ამ პარტიის ლიდერები გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები. შესაბამისად, სინამდვილეში არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს. არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომლებიც ქმნიან ფასადს, თითქოს მრავალპარტიულობაა. სინამდვილეში არის ერთი მთლიანი. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათ…

მეტი...

,,მოვუწოდებ სუს-ის ყველა თანამშრომელს, დაწერეთ განცხადებები და ერთ თვეში დატოვეთ სამარცხვინო სტრუქტურა”- შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებს მოუწოდებს დაწერონ განცხადებები და დატოვონ სტრუქტურა ერთ თვეში. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მათგანის მიმართ ევროპასა და ამერიკაში დაწესდება სავიზო, დიპლომატიური და საფინანსო სანქციები. ,,დღეს ალბათ არავინ აღარ დავობს იმაზე, რომ ოლიგარქ ივანიშვილის დანაშაულებრივი სიძლიერე, მისი ორგანიზებული კრიმინალური სტრუქტურები, მისი ხელისუფლება დგას სახელმწიფო უშიშროების სამსახურზე, რომელიც არის ივანიშვილის პირადი უშიშროება და არც ერთ შემთხვევაში, სახელმწიფოს უსაფრთხოება. არჩევნების გაყალბება, ბიზნესის გაპარსვა და კონტროლი, ხელისუფლების ყველა შტოს თვალთვალი და ზედამხედველობა, საკადრო პოლიტიკა, დევნა, რეპრესიები, სულში შეძრომა, ხელების ფათური, ოკუპანტთან თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიის გადაქცევა ირანის,…

მეტი...

,,კიევი იზიუმში იგივე სცენარს უწევს პროპაგანდას, როგორც ბუჩაში”- პესკოვი იზიუმის მასობრივ სამარხზე

კრემლში პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხთან დაკავშირებით პირველ ოფიციალურ კომენტარს. პესკოვი უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს. „კიევი იზიუმში იგივე სცენარს უწევს პროპაგანდას, როგორც ბუჩას პროვოკაციაზე, ეს ტყუილია და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს მთელ ამ ამბავში“, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. შეგახსენებთ, რუსებისგან გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც დაახლოებით 450 ცხედარი იყო დამარხული. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ არსებობს  რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკეების დამადასტურებელი მტკიცებულებები. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ქალაქში და მის შემოგარენში ასობით ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელთაც …

მეტი...

,,გერევით თქვენს მინისტრებში, რომლებიც თქვენი ხელისუფლების დროს მოვიდნენ ღატაკები და გახდნენ მილიარდერები”- თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტს

,,თქვენ გერევით თქვენს მინისტრებში, რომლებიც თქვენი ხელისუფლების დროს მოვიდნენ ღატაკები და გახდნენ მილიარდერები,”- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით,  ქობულეთში მდებარე სახლი  1955 წელს, ბაბუის მამამ ააშენა, ხოლო წყნეთის სახლი  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს, 2010 წელს შეიძინა. „არასდროს დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. დამალვა რომ მინდოდეს, დედაჩემზე კი არ გაფორმდებოდა ქონება, გავაფორმებდი სხვაზე. კიდევ გეუბნებით, მე თქვენს მინისტრებში გერევით, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ ღატაკები და წავიდნენ მილიარდერები. მე ვიკავებდი საკმაოდ მაღალ პოზიციებს ბანკებში, სადაც 11 წელი ვიმუშავე. მას შემდეგ, რაც მინისტრად დავინიშნე, ჩემ სახელზე ვიყიდე მიწა…

მეტი...

,,რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას”- ,,ენერგოატომი”

უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით,  რუსულმა ძალებმა გვიან ღამით სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. „დღეს, 2022 წლის 19 სექტემბერს, 00:20 საათზე, რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას. ძლიერი აფეთქება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებიდან სულ რაღაც 300 მეტრში მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით,  დარტყმის ტალღამ ატომური ელექტროსადგურის შენობები დააზიანა, ჩაიმტვრა 100-ზე მეტი ფანჯარა. ამასთან, გამოირთო სამხრეთ უკრაინის ენერგოკომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ალექსანდროვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ჰიდროაგრეგატი, ასევე გამორთულია სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. კომპანიის განცხადებით, რუსების ბირთვული ტერორიზმის აქტები საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს და ისინი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს…

მეტი...

,,ვმუშაობთ საერთო პროევროპულ მოძრაობაზე, რომელიც საქართველოს დაიხსნის პრორუსული „ქართული ოცნებისგან”- გიორგი ვაშაძე

„ვმუშაობთ საერთო პროევროპულ მოძრაობაზე, რომელიც საქართველოს დაიხსნის პრორუსული „ქართული ოცნებისგან“ და მიტაცებულ სამშობლოს დაუბრუნებს ხალხს,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ლელოს“, „გირჩი- მეტი თავისუფლების“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობა და ეს უნდა იყოს პოლიტიკურ- საზოგადოებრივი ფართომასშტაბიანი მოძრაობა. „ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო პროევროპული მოძრაობა, რომელშიც ვთანამშრომლობთ ყველა პროდასავლურ ძალასთან, სიღრმისეული თანამშრომლობა გვაქვს ამ პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობა, ეს უნდა იყოს პოლიტიკურ- საზოგადოებრივი ფართომასშტაბიანი მოძრაობა, რომ ჩიხში მყოფი საქართველო გადარჩეს ამ პრორუსული ძალისგან, რომელიც…

მეტი...

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ევროპასთან ინტეგრაციის  და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“  კანონში შესატან  ცვლილებებზე იმსჯელეს.  როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ეკა სეფაშვიილმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით მოხდება ისეთი წესების განსაზღვრა, რომლებიც გაითვალისწინებს ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს და უზრუნველყოფს ერთიან თანაბარ პირობებს ბაზარზე გამოჩენილი აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის.  „კანონპროექტით განსაზღვრული წესების მიზანია კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, არასრულწლოვანთა და მომხმარებელთა დაცვა, მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა და სხვადასხვა ნიშნით სიძულვილის ენის გავრცელების, ტერორიზმის წაქეზების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებზე ეფექტიანი რეაგირების, მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო პროგრამებისა და რეკლამების…

მეტი...

,,უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ამ რეჟიმს და მივაღწიოთ მთავარს – დეოლიგარქიზაციას”- ელენე ხოშტარია

,,ჩვენ მშვიდად, მტკიცედ, ვართ მეტნი და უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ამ რეჟიმს და მივაღწიოთ მთავარს – დეოლიგარქიზაციას, რომელიც დაანგრევს მთლიანად ამ გარყვნილ სისტემას,”- ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხოშტარი ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს არ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან. ,,რაც ჩვენ ვნახეთ შაბათს, ეს აღწევს გამაოგნებელ, ავადმყოფურ, მანიაკალურ მასშტაბს, რომელიც ანგრევს საერთოდ ადამიანის, მოქალაქის თავისუფლებას, მშვიდობას, სუაფღხტოებას ჩვენს ქვეყანას და ასევე ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და სახელმწიფოს. პირველი, დიდი მადლობა ჟურნალისტებს და ყველას, ვინც ამხელს ამ სისტემას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, იმათ, ვინც სანქციებზე მუშაობს,…

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 54 650 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა დაახლოებით 54 650 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 54 650; ტანკი – 2 212; ჯავშანტექნიკა – ​4 720; საარტილერიო სისტემა – 1 313; სარაკეტო სისტემა – 312; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168; თვითმფრინავები – 251; ვერტმფრენი – 217; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 920; საკრუიზო რაკეტები – 238; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 581; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 125. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 19 სექტემბერს.

მეტი...

,,რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ ის აინტერესებს, როგორ გამოუთხაროს ძირი საქართველოში დემოკრატიას”- არჩილ თალაკვაძე

,,რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ ის აინტერესებს, როგორ გამოუთხაროს ძირი საქართველოში დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ ინტერესებს,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ევრორეკომენდაციების საბოტაჟით არიან დაკავებულები. „რადიკალური ოპოზიცია ევრორეკომენდაციების საბოტაჟით არის დაკავებული. როგორც გვახსოვს ფაქტებით, მათ არ სურდათ საქართველოს უვიზო რეჟიმი მიეღო, მერე გვახსოვს, ჩვენს პარტნიორებს არწმუნებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეღო საქართველოს და დღეს ევრორეკომენდაციების შემუშავების პროცესში არ მონაწილეობენ, მათ ერთადერთი პრეზუმფცია აქვთ – რაც მათი გაკეთებული არ არის, ცუდია. მათ აინტერესებთ, ერთადერთი – როგორ გამოუთხარონ ძირი საქართველოში დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, რითაც…

მეტი...

,,მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ მაღალი რჩება”- ევროკავშირის წარმომადგენლობა

,,ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს კრიტიკული მიდგომა შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების საჭიროების შეფასებისას, მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხოლო შედეგების მონიტორინგი ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს,”- ამის შესახებ ევროკავშირის მიერ დაფინანსების განვლილი პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის დეტალურ შეფასებაშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დასკვნები და რეკომენდაციები პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან იყო განხილული. „ბოლო ორი წლის განმავლობაში, შემფასებელთა დამოუკიდებელი ჯგუფი ევროკავშირის საქართველოსთვის 2014-2020 წლებში განვითარებაზე მიმართული დახმარების ყოვლისმომცველ შეფასებაზე მუშაობდა. შეფასება მოიცავდა 2000-ზე მეტი დოკუმენტის განხილვას და ინტერვიუებს 100-მდე პირთან, რომელიც ევროკავშირის საქმიანობას იცნობდა. პარასკევს, 16 სექტემბერს, შეფასების შედეგი წარედგინა…

მეტი...

,,ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სუს-ის და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ცდილობს”- არჩილ თალაკვაძე

,,აშკარაა ტენდენცია, რომ ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ცდილობს”,- ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, 17 სექტემბერს  „ტვ პირველის“ ეთერში უკანონო თვალთვალის თაობაზე გასულ სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ჟურნალისტებმა მტკიცებულებები თავისი წყაროებით უნდა წარადგინონ საგამოძიებო უწყებაში. „მტკიცებულებები უნდა წარადგინოთ საგამოძიებო ორგანოში, ოღონდ არა ისე, როგორც გაშუქებული იყო – საჯარო სივრცეში გადაღებული ფოტოებით და თითქოს ხმოვანი შეტყობინებებით, რომელზეც მტკიცებით ფორმაში ამბობდით, რომ თითქოს ერთ ან მეორე პირს ეკუთვნოდა. უნდა გამოიჩინოთ კეთილი ნება, მტკიცებულებები თავისი წყაროებით უნდა წარადგინოთ საგამოძიებო უწყებაში, მხოლოდ ასეა შესაძლებელი და…

მეტი...

,,კორონავირუსის პანდემია დასრულდა”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია დასრულდა. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ჯერ კიდევ არსებობს კოვიდთან დაკავშირებული პრობლემები. „პანდემია დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს კოვიდთან დაკავშირებული პრობლემა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ მასზე, მაგრამ პანდემია დასრულდა. თუ ამჩნევთ, არავის უკეთია პირბადე. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია“, – განაცხადა  აშშ-ის პრეზიდენტმა.  

მეტი...

პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც პრემიერ-მინისტრი, ფეისბუქზე წერს, დაზვერვის სამსახური ნებისმიერი ქვეყნისათვის უსაფრთხოების სისტემის საკვანძო ელემენტია. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს გილოცავთ პროფესიულ დღეს! დაზვერვის სამსახური ნებისმიერი ქვეყნისათვის უსაფრთხოების სისტემის საკვანძო ელემენტია. დღეს, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, თქვენი ინსტიტუტის როლი კიდევ უფრო გაზრდილია. საქართველოს სჭირდება ძლიერი დაზვერვის სამსახური. შესაბამისად, გისურვებთ ინსტიტუციურ განვითარებას და წინსვლას. ​გარწმუნებთ, რომ თითოეული თქვენგანის საქმიანობა, რომელსაც სახელმწიფოს სასარგებლოდ ეწევით, ჩემთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. წარმატებას ვუსურვებ დაზვერვის სამსახურის როგორც დამწყებ თანამშრომლებს, ისე გამოცდილ პროფესიონალებს. მადლობა ერთგულებისა და იმ უდიდესი ვალდებულების გრძნობისთვის, რომელსაც სამშობლოს…

მეტი...

„ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდის“ შვილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი ი.დ. სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარით დ.ზ.-ს პერიოდულად მისთვის თანხის გადაცემას აიძულებდა, რის შედეგადაც საერთო ჯამში 15 000 ლარი გამოსძალა. ასევე, ბრალდებულმა, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად, დაზარალებულს ძალადობის გამოყენების მუქარით 15 000 აშშ დოლარის და მისი კუთვნილი ავტომანქანის გადაცემა მოსთხოვა. ,,სამართალდამცველებმა ი.დ. მოსამართლის…

მეტი...

რუსეთმა ქვედანაყოფების გასაძლიერებლად უკრაინაში ტამბოვიდან 400 პატიმარი გაგზავნა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ჯარების გასაძლიერებლად რუსეთმა ქალაქ ტამბოვიდან უკრაინაში 400 პატიმარი გაგზავნა, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს. ,,გარდა ამისა, კრასნოდარის მხარეში „ავღანელი მეომრების“ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაევალათ ადგილობრივი მოსახლეობისგან ფულის შეგროვება რეგიონალური მოხალისეთა ბატალიონისთვის თბილი ტანსაცმლის შესაძენად”, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მეტი...