,,ნიკა მელიას ბედზე ნიანგის ცრემლებით საუბარს არ დავიწყებ, რადგან მას სჭირს, რაც დაიმსახურა”- თეა წულუკიანი

,,ფაქტია, რომ სახეზეა ქართულ პოლიტიკურ ველზე დამარცხებული და ბოლომდე გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია. ეს ქვეყნისთვის და მისი პოლიტიკური განვითარებისთვის კარგი არ არის,” – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია თითქმის აღარ არსებობს, რაც ქვეყნისთვის დიდი პოლიტიკური პრობლემაა.

„თქვენის ნებართვით, ნიკა მელიას ბედზე ნიანგის ცრემლებით საუბარს არ დავიწყებ, რადგან მას სჭირს, რაც დაიმსახურა, ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, ამიტომაც ეს ყველაფერი არის იმ კატასტროფის პირას, რომელსაც ყველა ერთად, ზოგი მხიარულად, ზოგი დამწუხრებით უყურებს, რა სჭირს ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. რეალურად, ოპოზიცია თითქმის აღარ არსებობს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური პრობლემაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები