ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს. არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა სავარაუდოდ 30 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით,  რუსეთიდან ფინეთში ან ფინეთის გავლით სხვა ქვეყნებში ტურისტული ვიზებით მოგზაურობა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელი იქნება.

თუმცა ძალაში რჩება 10 პუნქტიანი სია, რომლის საფუძველზეც ფინეთში ტურისტული ვიზით ჩასვლა იქნება შესაძლებელი. მაგალითად, ოჯახის ან ნათესავების მონახულება, ფინეთის კოლეჯის მისაღები გამოცდების ჩაბარება, ასევე, ფინანსური ან სამსახურთან დაკავშირებული მიზეზებით.

მსგავსი თემები